მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს საქართველოს მოსახლეობა რუსეთ-უკრაინის ომს?

BM.GE
16.03.22 12:54
703
ACT-ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 87% თვლის, რომ უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის. ამასთან, მოსახლეობის 96%-ს მიაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სრულად ან ნაწილობრივ საქართველოსაც ეხება. კვლევის მიზანი იყო გამოევლინა, როგორ ხედავენ ჩვენი თანამოქალაქეები ამ ომს, რა მოლოდინები აქვთ და რამდენად სოლიდარულები არიან ომში ჩართული მხარეების მიმართ. სატელეფონო კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-6 მარტს და მან 809 რესპონდენტი მოიცვა. შერჩევის ცდომილებამ 4.2 % შეადგინა. 

კიდევ ერთი კვლევა კავკასიის კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი (61%) მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაზარდოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა. რაც შეეხება საქართველოს შეერთებას დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან, მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას უნდა შეუერთდეს. ამ შემთხვევაში, სატელეფონო გამოკითხვა 7-10 მარტს ჩატარდა და მასში 1,092 სრულწლოვანი მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილების მაჩვენებელი 2.96%-ს შეადგენს. 

სტუმრები: მარიამ კობალაძე - CRRC-ის უფროსი მკვლევარი;
მარიამ საყევარიშვილი - ACT-ის უფროსი კონსულტანტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები