საქართველოში Marriot International-ის გენერალური მენეჯერი კამერონ მაკნეილი ამბობს, რომ საერთაშორისო ბრენდს საქართველოს მთავრობასთან პანდემიის პერიოდში კარგი კომუნიკაცია აქვს. ამის შესახებ მაკნეილმა გადაცემა The Checkpoints-ში განაცხადა.
მისი თქმით, პანდემია ყველა მთავრობისთვის ძალიან რთულია, მათ შორის საქართველოს მთავრობისთვისაც.
„ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ყოველკვირეული, ყოველთვიური კომუნიკაცია გვქონდა, მათ შორის საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან, რომელიც უდიდეს საქმეს აკეთებდა და მუდმივად გვაწვდიდა განახლებულ ინფორმაციას. ჩვენ ასევე პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა სხვადასხვა სამინისტროსთან.
ერთი რამ, რითაც ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი პანდემიის დასაწისიდანვე, იყო ის, რომ მთავრობა ღია იყო ბიზნესისთვის მოსასმენად, განსაკუთრებით სტუმარმასპინძლობის სექტორში. და ეს გრძელდება, ცოტა ხნის წინ მქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, მისასალმებელია, რომ ისინი კვლავ უსმენენ ჩვენს იდეებს და წინადადებებს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ განხორციელდება, ეს მესმის, თუმცა ცალკეული საკითხები, რაზეც ჩვენ პანდემიის დასაწყისში ვსაუბრობდით, სრულდება.
ყველასთვის ძალიან რთული იყო ეს პერიოდი, ლოქდაუნები, შეზღუდვები, ე.წ კომენდანტის საათები, ეს რთულია ბიზნესებისთვის“, - აღნიშნა Marriot International-ის გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში.
ცნობისთვის, მაკნეილი 2017 წლიდან დღემდე სასტუმრო „თბილისი მარიოტის“, „ქორთიარდ თბილისის“ და „მოქსი თბილისის“ გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებს.