მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ აფასებს ზედამხედველობის ახალ ხელმძღვანელს სადაზღვევო სექტორი

5c6bd3e0a1469
ლევან თაღიაშვილი
19.02.19 19:00
838
სადაზღვევო ასოციაცია დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის, დავით ონოფრიშვილის დანიშვნას პოზიტიურად აფასებს.

ასოციაციის ხელმძღვანელის, დევი ხეჩინაშცილის თქმით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ცალკე სტრუქტურად გამოტანა სწორედ დავით ონოფრიშვილის დამსახურებაა, რაც სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.

„ძალიან პოზიტიურად ვუყურებთ დავით ონოფრიშვილის კანდიდატურას. ის მთელი სადაზღვევო კანონმდებლობის და სისტემის დაფუძნებას ედგა სათავეში. პირველი დაზღვევის კანონი სწორედ მისი მეთაურობით მიიღო პარლამენტმა.

ასევე მან გააკეთა უმნიშვნელოვანესი რამ და ეროვნული ბანკიდან გამოიტანა დაზღვევის ზედამხედველობა ცალკე სტრუქტურად. ამ დარგის განვითარება არის საკვანძო საკითხი საფინანსო სექტორის თვალსაზრისით, ამას სჭირდება პროფესიული და ამით დაკავებული ზედამხედველობა, ეროვნულ ბანკს ბევრი სხვა ფუნქცია აქვს"-აცხადებს ხეჩინაშვილი.

მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური ინსტიტუციურად ძალიან სუსტია, შესაბამისად მისი ხელმძღვანელის გამოცდილება და ავტორიტეტი, ხშირად, გადამწყვეტ როლს თამაშობს.

„სადაზღვევო ზედამხედველობა ინსტიტუციურად არის ძალიან სუსტი, ერთი უბრალო სსიპ-ია მთავრობის. მისი შესაძლებლობები დაკავშირებულია ხელმძღვანელთან, ბატონი დავითისნაირი ავტორიტეტული და გამოცდილი ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სექტორს მეტი ყურადღება ჰქონდეს. ჩვენ შევძლებთ იმასაც, რომ ზედამხედველობის სამსახურის ინსტიტუციური სტატუსიც ავამაღლოთ და გახდეს მარეგულირებელი, რომ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს“- განმარტა ხეჩინაშვილი.

ასოციაციის სურვილია, რომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური მარეგულირებლის კანონს დაექვემდებაროს.

"ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ზედამხედველი უნდა დაექვემდებაროს მარეგულირებლის კანონს, რადგან ის თავისი ბუნებით მარეგულირებელია. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ის ზედამხედველობის შესაძლებლობები, რაც ასე სჭირდება სადაზღვევო ურთიერთობების განვითარებას საქართველოში"-განმარტავს დევი ხეჩინაშვილი.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები