ხვალ ტესტერთა პროფესიული საერთაშორისო დღეა, გასული წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ საქართველოში პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო ჩამოყალიბდა, ტესტერთა საერთაშორისო დღეს ჩვენს ქვეყანაშიც აღნიშნავენ.
საინტერესო ამბავია, რომ ამ დღის აღნიშვნა ჩრჩილს უკავშირდება. ყველაფერი „ჰარვარდში“ დაიწყო: კომპიუტერი Mark II, რომელზეც უნივერსიტეტის მკვლევრები მუშაობდნენ, გამუდმებით ითიშებოდა, მაგრამ შეფერხების მიზეზი ვერავის გაერკვია. მოგვიანებით, 1947 წელს, „ჰარვარდის“ მეცნიერთა გუნდის ქალმა პროგრამისტმა, გრეის ჰოპერმა კომპიუტერის ერთ-ერთ ნაწილში ჩრჩილი, ე.წ. „ბაგი“ იპოვა – კომპიუტერის შეფერხება სწორედ ჩრჩილს დაბრალდა. მას მერე, 9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღედ განისაზღვრა.
საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის საკვალიფიკაციო საბჭოს ორგანიზებით და თიბისისა და GITA-ს ხელშეწყობით, ტესტერთა დღის აღსანიშნავი ღონისძიება 2021 წელსაც ჩატარდება, ერთდღიანი ფორუმი ონლაინ-ფორმატში ჩატარდება ტესტერებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. რატომ ვყვებით ამ ყველაფერზე დღეს, მათ შორის იმიტომაც რომ დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეეძელბა დასწრება წინასწარი რეგისტრაციით.
სტუმრები: ნათია სირბილაძე - GeoSTQB-ის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი;
თათია გეთია - GeoSTQB-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი.