მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ აისახება განვითარებისადმი მუდმივი სწრაფვა მომხმარებელზე ორიენტირებულ შედეგებში - ნუკრი შენგელია, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

232
31.12.25 18:03
100
სტატიაში საუბარია:

ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა ისეთი სფეროებია, სადაც შედეგები მკაფიოდაა დაკავშირებული სისტემურ გააზრებასთან, სწორ გადაწყვეტილებებთან და უწყვეტ გაუმჯობესებასთან. აქ პროგრესი შემთხვევითობებზე არ არის დამყარებული - თითოეული მიღწევა თავდაუზოგავი შრომის, ანალიზისა და პასუხისმგებლობიანი თანამშრომლობის შედეგია.

ამ ინტერვიუში გაგიზიარებთ საქართველოს ბანკის Advanced ანალიტიკოს-დეველოპერის, ნუკრი შენგელიას გამოცდილებას, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გარდაიქმნება იტერაციები პროგრესად, ხოლო გუნდური ღირებულებები - მომხმარებელზე ორიენტირებული შედეგების საფუძვლად.

როგორ დაიწყო თქვენი დაინტერესება პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტით?

Software Development-ის მიმართ ინტერესი საბანკო სექტორში მუშობის რამდენიმე წლიანი გამოცდილების შემდეგ გამიჩნდა. ეს არის საქმე, სადაც სწორ გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებს აუცილებლად სწორ შედეგამდე მიჰყავხარ. როცა კარგ შედეგს აღწევ, ვერავინ იტყვის რომ გაგიმართლა, შედეგები ჩადებული შრომის პირდაპირპროპორციულია. ეს არის საქმე, სადაც გაქვს შესაძლებლობა მუდმივი იტერაციების შედეგად გამოავლინო შესაძლებლობების მაქსიმუმი.

როგორ აღწერდით თქვენს პროფესიულ განვითარებას დღევანდელ პოზიციამდე?

დავიწყე Software Tester-ის როლით, რაც ახლოს არის ჩემს ხასიათთან. ძირითადი მიზანი იყო შეუსაბამობის და გასაუმჯობესებელი არეალების იდენტიფიცირება. გარკვეულ ეტაპზე გამიჩნდა პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობის სურვილი. პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა, მისი შექმნის პროცესში უშუალოდ ჩართვაში დავინახე.

რაღაცის შექმნის, გაუმჯობესების გრძნობა ძალიან სასიამოვნოა, მით უმეტეს როცა შედეგს ეგრევე ხედავ. ამ ყოველივემ, კოდის გარეთ, ცხოვრებაშიც მეტი ცვლილებების შეტანის მოტივაცია მომცა, თუმცა ცხოვრებაში შედეგები მსგავსად წინასწარმეტყველებადი თითქმის არასდროს არის.

Retail Lending Tribe -ის უშუალო საქმიანობის შესახებ რომ მოგვიყვეთ - რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, თქვენი გუნდის საქმიანობაში?

გუნდის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი საცალო დაკრედიტების მიმართულებისთვის სწორი ტექნიკური გადაწყვეტების დანერგვაა. თუ დასახულ ინიციატივებს ეფექტურ ტექნიკურ იმპლემენტაციას ვუპოვით, ეს მომხმარებლის გაუმჯობესებულ გამოცდილებაში და ახალი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობაში მყისიერად აისახება.

რა არის ის ღირებულება, რომლის გარშემოც ერთიანდება თქვენი გუნდი?

გუნდის მთავარი ღირებულება გაუმჯობესებისადმი უწყვეტი სწრაფვაა. ამას ერთმანეთის ‘დაჩელენჯებით’, მაგრამ, ამავდროულად, ერთმანეთის გულწრფელი გულშემატკივრობით ვახერხებთ. გვჯერა, რომ ჩვენივე განვითარების შემდეგი ეტაპის მიღწევა არის აუცილებელი წინაპირობა და უტყუარი მანიშნებელი შედეგების მომდევნო საფეხურზე გადასვლის.

რა არის კონკრეტული პრინციპი ან სამუშაო ფილოსოფია, რომელსაც არასდროს ღალატობთ?

სწრაფი ტემპის და მაღალი კონკურენციის პირობებში რთულია მიჯაჭვული იყო კონკრეტული სამუშაო პრინციპების ჩამონათვალს. შემიძლია დავასახელო ჩემი საყვარელი დასარღვევი პრინციპი - “თუ რაღაც მუშაობს, ნუ ეცდები მის შეკეთებას”. ეს პრინციპი თავდაპირველად სტაბილურობის წინ წამოსაწევად შეიქმნა, თუმცა ხშირ შემთხვევაში სტაგნაციის გამომწვევი მიზეზი ხდება. ტოპ გუნდები არასდროს წყვეტენ თავიანთი შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობას და არც სტაბილურობის დარღვევის შიშს იმიზეზებენ ცვლილებებისგან თავის ასარიდებლად.

რა არის ის მნიშვნელოვანი, ღირებული გამოცდილება, რომელიც საქართველოს ბანკში მუშაობის შედეგად მიიღეთ?

ის, თუ რა გავლენას მოახდენს შენზე მოვლენები, რომლებიც თავს გადაგხდება კარიერის განმავლობაში, დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებთან ერთადაც გაიარე ეს თავგადასავალი. გამიმართლა, რომ ვმუშაობ ადამიანებთან ერთად, რომლებთან ერთადაც ყველაზე საშიში სცენარის დადგომაც საინტერესო გამოწვევად აღიქმება და შეცდომები მუშაობის უკეთესი გზის პოვნის მოტივაციად.

რა იქნებოდა ის ერთი რჩევა, რომლის მოსმენაც მოგინდებოდათ, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდით თქვენს კარიერულ გზაზე?

მთავარი რეკომენდაციაა, რჩევები აღვიქვათ როგორც ინფორმაცია და არა დირექტივა. გადაწყვეტილების მიღებისას კი ამ და სხვა ინფორმაციებზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბოთ საკუთარი ჰიპოთეზა და ჩვენს მცდელობას შევხედოთ როგორც ექსპერიმენტს. შემდეგ შევაფასოთ პროცესი რეტროსპექტიულად და გავაუმჯობესოთ ყოველი შემდეგი მცდელობა.

ეჯაილ დეველოპმენტშიც მთავარი პრინციპი ხომ მომდევნო იტერაციის გაუმჯობესებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები