მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აისახა ახალი შეზღუდვები მაღაზიების შემოსავლებზე?- ლუკა ჭელიძე საქმიან დილაში

BM.GE
12.11.20 09:19
712
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან, 07:00 საათამდე რესტორნების, კაფეების და ბარების ფუნქციონირება შეწყვეტილია, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება მათ მიერ მიტანის მომსახურეობას, ე.წ. „დელივერი სერვისს“. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი და საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. ამავე დროს ღამით გადაადგილებაზე დაწსებულმა შეზღუდვებმა სამუშაო გრაფიკი ავტომატურად შეუზღუდა და შეუმცირა საცალო გაყიდვების წარმომადგენლებს. იმ შემთხვევაში თუ მაგალითად მსხვილი ბრენდირებული მაღაზიები ადგილზე მიტანის სერვისის იმედად სხვა და სხვა პროდუქტის მინიმალურად მაგრამ მაინც რეალიზაციის შანსს ინარჩუნებს, მცირე მაღაზიებს ეს შესაძლებლობა ფაქტობრივად არ აქვთ, რადგან ისინი ვერც მიტანის სრვისის მქონე პლატფორმებს ეპარტნიორებიან და ამავე დროს 22 საათზე სახლამდე მისასვლელი თანამშრომელი სულ მცირე ერთი საათით ადრე ტოვებს სამუშაო ადგილს.


სტუმარი: ლუკა ჭელიძე - "ქართულ მაღაზიათა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები