მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აისახა ომი ქართველი დიზაინერების პროდუქციის რეალიზებაზე? - "8/10 შოპი"

6373546fb873a
თათია კაკიაშვილი
20.11.22 19:12
525
ქართველ დიზაინერთა ნაწარმის მაღაზიის “8/10 შოპის" დამფუძნებელი თათა კაპანაძე, ქართულ ნაწარმზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას აფასებს და ამბობს, რომ გასულ წლებში ტურისტული მიზნებით რუსებისა და უკრაინელების საქართველოში ჩამოსვლის პირობებში, უცხოელი ვიზიტორები უფრო მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე ახლა. ამის შესახებ მაღაზიის ხელმძღვანელმა, რომელიც 40-მდე ქართველი დიზაინერის სხვადასხვა სახის ნაწარმს ერთ სივრცეში წარადგენს, BMG-ისთან ისაუბრა. 

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები დაბალი გადახდისუნარიანები არიან, რაც ქართველი დიზაინერების ნამუშევრების რეალიზაციაზეც პირდაპირ აისახა.

“მაშინ, როცა რუსები და უკრაინელები ჩამოდიოდნენ ტურისტული თვალსაზრისით, უფრო მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე ახლა. ახლა არ აქვთ ეს მიზნები, ხანგრძლივი პერიოდით არიან ჩამოსულები, შესაბამისად, უფრო დაბალბიუჯეტური ტურისტები არიან ჩვენთვის. ახლა უფრო მეტად წვრილმანი ნივთები იყიდება, დაახლოებით 100 ლარამდე ღირებულების, როცა წინა პერიოდში 300 ლარს სცდებოდა. შესაბამისად, გაყიდვების კუთხით, დიდად ზრდა არ გვაქვს”, - განაცხადა თათა კაპანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები