როგორ აისახა ტურიზმის სექტორზე $3.5 მილიარდის შემოსავალი
BM.GE
25.01.23 09:31
• 415
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორებმა ქვეყანაში 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც 2021 წელთან შედარებით 182%-ით მეტი იყო. ეს შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდსაც აღემატება. აქამდე საქართველოს ტურიზმის სექტორის მიერ მაქსიმალური გენერირებული შემოსავალი 2019 წელს იყო და ის 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. როგორ აისახა სექტორზე ტურიზმიდან მიღებული $3.5 მილიარდის შემოსავალი? - ეს იყო ის კითხვა, რაც bm.ge-მ სხვადასხვა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს დაუსვა. ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები ორად გაიყო. ნაწილი გასულ წელს წარმატებულად, ხოლო ნაწილიც მოლოდინის შესაბამისად, ნაკლებად წარმატებულად მიიჩნევს.