Longevity, იგივე ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობის მეცნიერება ინტერდისციპლინარული დარგია, რომელიც დაბერების ბიოლოგიურ პროცესებს, ჯანმრთელი, ენერგიული და აქტიური ცხოვრების გახანგრძლივების მიზნით სწავლობს. საქართველოში ამ მიმართულებით ახალ სტანდარტს მარიამ წივწივაძე, Kings College მკვლევარი და პლასტიკური ქირურგი ქმნის. კონკრეტულად რას გულისხმობს დაბერების ბიოლოგიური პროცესი და როგორ ანელებს მას Longevity მეცნიერება, ამ თემებზე მარიამ წივწივაძემ "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.
"მარტივად რომ ავხსნათ, დაბერება არის პროგრესული დეგენერაციული პროცესი, რომლის დროსაც უჯრედები კარგავენ ფუნქციას, ვეღარ ახერხებენ აღდგენას და ნელდება რეგენერაციის პროცესები. საუკუნეების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ, რომ მოეხსნათ დაბერების მექანიზმი და ბოლო საუკუნეში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს ამ მხრივ. მეცნიერებმა უჯრედულად აღმოაჩინეს ის პროცესები, რაც დაბერებას იწვევს. ევოლუციურად ადამიანის ბიოლოგია ისე დიზაინდა რომ, როდესაც ვართ ახალგაზრდები ვართ ჯანმრთელები და აქტიურები ხოლო, როდესაც შევდივართ ასაკში - განვიცდით ამ პროცესების უკუსვლას და შემცირება. ასაკში შესვლისას, ის უჯრედები, რომლებიც ახალგაზრდობის დროს გვიქმნიან საშუალებას რომ ვიყოთ კარგად, კი არ ქრებიან, უბრალოდ იძინებენ და პასიურები ხდებიან. მეცნიერება ზუსტად ამაზეა ახლა ფოკუსირებული, რომ ეს უჯრედები დავაპროგრამოთ ისევ და მივცეთ საშუალება, რომ სიგნალები ისევ გადასცენ თავიანთ თავებს.
ბევრი კვლევის შედეგად დადგინდა დაბერების 12 მექანიზმი, რომელიც პირდაპირ კავშირია ჩვენს სწრაფ დაბერებასთან და კარგ, ხარისხიან ცხოვრებასთან. ერთ-ერთი არის დნმ-ის დაზიანება, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს კანის დაბერებაზე. კანის ყველაზე დიდი დამაზიანებელი ფაქტორი კი არის მზის სხივები. ულტრაიისფერი სხივები პირდაპირ მოქმედებენ დნმ-ზე, რომელიც ვეღარ ახერხებს აღდგენას და სახეზე გვაქვს დაბერება. ახალგაზრდები როცა ვართ, ჩვენი ორგანიზმი ახერხებს ამის რეგენერაციას და რეგულაციას, მაგრამ ასაკში რომ შევდივართ, უკვე ნელდება პროცესი, ვეღარ ახერხებს და ზუსტად ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს უჯრედები უფრო გავააქტიუროთ", - განმარტავს მარიამ წივწივაძე.
Longevity-ს მკვლევარი BMG-სთან აღნიშნავს, რომ Longevity-ის მეცნიერება საქართველოში, კლინიკა "ტოტალ შარმში" უკვე დანერგილია, რადგან ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გაახალგაზრდავებისთვის სწორედ ეს მიდგომაა ყველაზე ეფექტური.
"როდესაც ჩემთან მოდის პაციენტი, პრაქტიკაში უკვე დანერგილი გვაქვს, რომ არა მარტო იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად მოდის, რასაც ჰქვია ესთეტიკა, არამედ უკვე დავიწყეთ უჯრედულ დონეზე ამ ყველაფრის მკურნალობა, იმიტომ რომ თუ უჯრედულ დონეზე თქვენი ქსოვილები მუშაობენ სწორად, ეს ყველაფერი გამოისახება გარეგნულად. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, როდესაც პაციენტს ვთხოვ, რომ ივარჯიშოს, ვარჯიში არის ყველაზე დიდი Longevity ჩვენი ქსოვილებისთვის.
Longevity-ის ნაწილია ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპიაც. ასეთი პროცედურის დროს პაციენტს მიეწოდება 100%-იანი ჟანგბადი. ყოველდღიურად ჟანგბადი, რასაც ვიღებთ, არის კონცენტრირებული, რომელიც პირდაპირ ქსოვილებამდე, სამწუხაროდ, ვერ აღწევს იმ დონემდე, რომ გამოიწვიოს უჯრედის პირდაპირი აქტივაცია. ხოლო ასეთი ტიპის პროცედურები პირდაპირი მიმართულებით მიდის ქსოვილებთან და ჟანგბადი მათ სიგნალს აძლევს, რომ გააქტიურდნენ.
ჩემი ფილოსოფია არის ის, რომ პირველ რიგში, ავამაღლოთ ამ დარგის ცნობადობა საქართველოში და დავეხმაროთ ადამიანებს, შეამცირონ თავიანთი ბიოლოგიური ასაკი და გაატარონ ჯანმრთელად თავიანთი ცხოვრების წლები", - ამბობს მარიამ წივწივაძე.
მისივე თქმით, Longevity მეცნიერებით გათვალისწინებული მიდგომები არ არის ძვირად ღირებული პროცედურები და დანამატები, არამედ ეს იმდენად ხელმისაწვდომია, რამდენადაც რეგულარული ძილი, ვარჯიში და კვება მავნე დანამატების გარეშე.




























