“ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების საქმემ“ დღის წესრიგში დააბრუნა პრობლემა, რომელიც სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების დაკარგვას და გამოსახლებას ეხება. სასამართლოებში შესული საქმეების 49% სწორედ სასესხო დავებზე მოდის- მონაცემებით 2023 წლის დემოკრატიის ინდექსის ანგარიშშიც მოხვდა. როგორც იურისტები ამბობენ, სასამართლო სისტემა ასეთი დავებით გადატვირთულია თუ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებით ფიზიკურ პირებს შორის ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შეიზღუდა, ფულის გასესხება ახალი სქემით, დაიწყო - ეს ორ ფიზიკურ პირს შორის “ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით” ხელშეკრულებებს უკავშირდება და ამ სქემით ხდება ფულის კერძო გამსესხებლისგან მიღება. რა უნდა ვიცოდეთ როდესაც საქმე მსგავსს შემთხვევებთან გვაქვს და სად არის გამოსავალი?