ხელოვნური ინტელექტის პირობებში კიბერთაღლითობის სქემები კიდევ უფრო დაიხვეწა. როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტები აცხადებენ, ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს მასშტაბით სოციალურ ინჟინერიაზე მოდის, რომელსაც არასაკმარისი საინფორმაციო კამპანიების გამო მოსახლეობის ცნობიერება ვერ ეწევა. გახშირებული ფიშინგის შეტევების მიუხედავად ირკვევა, რომ საქართველოში კიბერდანაშაულის სტატისტიკა მცირდება. რატომ არ რეგისტრირდება მსგავსი დანაშაულებები და როგორ ამოვიცნოთ კიბერთაღლითები.