ინოვაციური სტარტაპების ხელშეწყობისთვის მთავრობა საგადასახადო შეღავათების ამოქმედებას გეგმავს. ამ სტატუსის მქონე სტარტაპ კომპანიებს 3 წლის მანძილზე საშემოსავლო და მოგების გადასახადები გაუნულდებათ- გადაწყვეტილება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე გაჟღერდა. კიდევ ერთი სიახლე ინოვაციურ მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე პირებს შეეხება - მათ შეეძლებათ კვლევებსა და განვითარებაში დანახარჯები დასაბეგრი ბაზიდან 500%-ით გამოქვითონ და ხარჯების 30% გრანტის სახით დაიბრუნონ.