მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ არ ვიქცეთ ჰაბად “შავი ხვრელის” ნაცვლად?

BM.GE
28.03.22 10:02
377
გასული კვირის ბოლოს საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოვიდა სიტყვით და იმედი გამოთვქვა, რომ საქართველო ამ რთულ ვითარებაში სწორ ნაბიჯებს გადადგამს და ბიზნესის კეთებისთვის “შავ ხვრელად” არ იქცევა. 

“კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს თავის მოწყვლადობას და მხედველობაში იღებს ფრთხილ ქმედებებს. ამ ეტაპამდე ვხედავთ, რომ საქართველო თავისი სიტყვებითა და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, რომ საერთაშორისო კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს. ასევე დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გახდეს ბიზნესის საწარმოოდ "შავი ხვრელის" ადგილად, როგორიცაა ტაჯიკეთი. ამაზე გვქონდა საუბარი როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან,”- განაცხადა დიეგო კოლასმა.

რა უნდა გაკეთდეს ამ რისკების თავიდან ასაცილებლად და როგორ უნდა გავხდეთ ჰაბი, ცივილიზებული, დასავლური ბიზნესისთვის? 

სტუმარი: რაულ აგიკიანი - იურიდიული კომპანია "აი.ელ.სი"-ს დირექტორი, ადვოკატი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები