მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ავიცილოთ თავიდან გაზის აფეთქებები? - გაზმომარაგების უსაფრთხოება და რეგულაციები

ბუნებრივი აირის გაჟონვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პრობლემები კვლავ მწვავედ დგას დღის წესრიგში. გასული კვირის ბოლო უმძიმესი იყო, - ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა როგორც თბილისში — ფონიჭალის დასახლებაში, ისე ქუთაისში. სამწუხაროდ, დედაქალაქში მომხდარ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ორი არასრულწლოვანი იყო.

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, გაზის მოხმარება მკვეთრად იზრდება, რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის გაზის დანადგარების გამართულობის, მონტაჟის სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის საკითხს. თბილისის მომსახურე კომპანია, თბილისი ენერჯიში აცხადებენ, რომ 2026 წლის 10 თვეში დედაქალაქის მასშტაბით გაზის უსაფრთხოების წესების დარღვევის 15 ათასზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს, კერძოდ, Bm.ge-სთვის მოწოდებულ სტატისტიკაში ასახულია, რომ საანგარიშო პერიოდში კომპანიის სპეციალისტებმა სულ 274 777 აბონენტი შეამოწმეს და უსაფრთხოების წესების 15 324 დარღვევა აღრიცხეს.

დარღვევების რაოდენობით დედაქალაქის უბნებს შორის პირველ ადგილზე ჩუღურეთი-ნაძალადევის რაიონია, ყველაზე ნაკლები დარღვევა კი ვაკე-წყნეთის ტერიტორიაზე აღირიცხა: ჩუღურეთი – ნაძალადევი: 3 255 დარღვევა სამგორი – ვარკეთილი: 2 781 დარღვევა გლდანი – სანზონა: 2 140 დარღვევა ისანი – ვაზისუბანი: 1 895 დარღვევა მთაწმინდა – კრწანისი: 1 589 დარღვევა საბურთალო – ნუცუბიძე: 1 385 დარღვევა დიდუბე – დიღომი: 1 220 დარღვევა ვაკე – წყნეთი: 1 059 დარღვევა

გაზის დანადგარების არასწორ მონტაჟსა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას მძიმე შედეგები მოჰყვა:nბუნებრივი აირის არასწორად მოხმარების შედეგად მხუთავი აირით (CO-თი) ინტოქსიკაცია 32-მა ადამიანმა მიიღო; აფეთქებისა და CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, არ გამოიყენოს თვითნებურად დამონტაჟებული ან კუსტარული გამათბობლები/წყალგამაცხელებლები და კომპანიის სპეციალისტებს საცხოვრებელ ფართებში უსაფრთხოების სისტემატური შემოწმების საშუალება მისცეს. გაზის სუნის ან გაჟონვის შემჩნევისას, ასევე სხვა საავარიო შემთხვევებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 114. ზარის განხორციელება და მომსახურება სრულიად უფასოა. მიუხედავად შემოწმებებისა, ენერგეტიკოსების მოსაზრებით ბუნებრივი აირის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გაზის კომპანიების უფლებამოსილების გაზრდა და მომხმარებლების მხრიდან ექსპლუატაციის წესების მკაცრი დაცვა აუცილებელია. მათი შეფასებით კანონმდებლობაში ცვლილებების საჭიროებაა, რათა კომპანიებს მეტი მანევრირების საშუალება ჰქონდეთ. სად იკვეთება ყველაზე ხშირად სისტემური ხარვეზები, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა კუსტარულად დამონტაჟებულ დანადგარებზე და რა პრევენციული მექანიზმები მოქმედებს იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ?

სტუმარი: ნინო გულეიშვილი - ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები