გუშინდელიდან მოყოლებული პროცესებს, ვიდრე დღემდე - მე გულწრფელად თანავუგრძნობ მმართველ პარტიას რადგან წარმოდგენაც კი მიჭირს პრობლემების იმ კასკადისა რაშიც ისინი შედიან პოლიტიკურად, პიროვნულად და ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, საკმაოდ რთული და მძიმე დროება დაუდგება საქართველოს ეკონომიკას. ვიდრე წინასწარი შედეგები საბოლოოდ დაჯამდება, გაკეთდება კომენტარები რასაც მოჰყვება საერთაშორისო შეფასებები, და საქართველოს პოლიტიკური სტატუსი გაივლის ლეგიტიმაცია დელეგიტიმაციის საკმაოდ რთულ და ბასრ ზღვარზე, არჩევნების გაყალბების რა შესაძლო სქემები შეიძლება ამოქმედებულიყო საქართველოში? დაახლოებით ასეთ კიბერ სქემებზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიების ცალკეული წარმომადგენლები და გუშინდელი შედეგებიდან გამომდინარე ასკვნიან, რომ ხელისუფლებამ მოიპოვა სრულად წვდომა და გააყალბა იუსტიციის სახლის ბაზები, სადაც პირობითად, თავის მხარდამჭერებს, დაუმზადა ათეულობით მსგავსი, კოპირებული პირადობის მოწმობა, რომელიც მოხვდა სხვდასხვა რეგიონების თუ რაიოების საარჩევნო ბაზებში, შესაბამისად პირს, ვისაც აი ეს პირადობის მოწმობა ჰქონდა, შეეძლო ერთდოულად მისულიყო ერთი ან სხვადასხვა ქალაქის რამდენიმე საარჩევნო ოლქში და იქ დახვდებოდა მისი ჩატვირთული, ანუ იდეაში ლეგიტიმური პირადი ნომერი რაც მას აძლევდა საშუალებას ხმა მიეცა, ერთდროულად რამდენიმე უბანზე. და ამიტომაც იყო ამომრჩეველთა რაოდენობა სამ ნახევარი მილიონი, როცა მგონი საქართველოში ამდენი მოსახლებითაც არ დავრჩით. ამას, ეხლა დაუმატეთ ქართველი არალეგალი ემიგრანტების 100.000 დან 200.000 მდე ხმა, რომელიც შესაძლოა, ასევე შეყვანილი იყო ელექტრონულად, ვინც არც ჩამოსულა საქართველოში და არც გადაუკვეთია ჩვენი საზღვარი, და ცხადია, ამას ემატება, მცირედით მაგრამ მაინც ადგილზე ჩამორთმეული პირადობის მოწმობები, ემატება რეგიონების მეტწილად დახარჯული ძალიან დიდი ფული, განსაკუთრებით ყოფილი მაჟორიტარების მხრიდან და ამიტომაც იყო ალბათ, რომ ქართულ ოცნებას, არც თავი მოუკლავს რაიმე დაპირებებზე და არც სხვა რამეზე შეუწხებია თავი, გარდა ფულის ტრადიცილი ხარჯვისა, რომელსაც წელს არჩევნების ელექტონულად წარმართვასთან ერთად, ეს შესაძლო ელექტორნული მანიპულაციები და კიბერ ჩართულობა დაემატა. და მერე რა რომ სრულად წააგეს დედედაქალაქი, და სხვა დიდი ქალაქები, ეს არც არაფერს ნიშნავს მათვის, რადგანოცნებისთვის უახლოესი გამოწვევა ახლა რჩება და იქნება, არჩევნების ლეგიტიმაცია საერთაშორისო საზოგოდაოების მიერ, სადაც მილოცვები, ისიც სრულიად აცდენილი ეგზტიპლზე დაყრდნობით მხოლოდ უნგრეთის პრემიერ მინისტრისგან და მისი მოადგილესგან მიიღეს. ესეც, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციის გათვალისწინებით.