მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ჩატარდა ბათუმში World Travel Awards?

„გვაქვს ამბიციური გეგმა, 2025 წლისთვის აჭარაში 6 მილიონ ტურისტს ვუმასპინძლოთ და შევქმნათ მასშტაბური ინფრასტრუქტურა“ - ამის შესახებ გასულ უქმეებზე ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ცერემონიაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა, აჭარის მთავრობის მეთაურმა ისაუბრა. 

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, 2023 წლის 8 თვის განმავლობაში აჭარის რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, რაც 2022 წელთან შედარებით 46%-იან, ხოლო 2019 წელთან შედარებით 20%-იან ზრდაზე მიუთითებს. მიზანი მომავალი წლისთვის ორმაგი, ხოლო 2025 წლისთვის - სამმაგი მაჩვენებლების არსებობაა. 

როგორ ჩაიარა დაჯილდოებამ, რომელსაც ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაში ჰყავდა გადანაწილებული. მათ შორის იყვნენ წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, ტუროპერატორები, ასევე, საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები. World Travel Awards-ს გალა ცერემონიას ბათუმში 20-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და უცხოელი ბლოგერები ესწრებიან. 

სტუმარი: ირაკლი თავართქილაძე - „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები