მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ დაასრულეს ვაჭრობა LSE-ზე ქართულმა კომპანიებმა

5dd8ec2aa8425
ლევან თაღიაშვილი
23.11.19 12:50
955
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ოთხივე ქართულმა კომპანიამ უარყოფითად დაასრულა და მათი აქციების ფასი გაუფასურდა. "საქართველოს ბანკის" 316 ათასი აქცია გასხვისდა 4.5 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 248 ათას აქციაზე დაიდო გარიგება 2.3 მილიონად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 341 ათასი აქცია გასხვისდა 600 ათას ფუნტად, "თიბისი ბანკის" 196 ათას აქციაზე დაიდო გარიგება 2.4 მილიონად.

LSE-ზე ყველაზე ძვირადღირებული კომპანია "საქართველოს ბანკია" 688 მილიონი ფუნტით, "თიბისი ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაცია 661 მილიონი ფუნტია, "Georgia Capital"-ის 348 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" ღირებულება კი 217 მილიონია.

1 იანვრიდან - დღემდე მხოლოდ "საქართველოს ბანკის" აქციების ფასია გაზრდილი - 1.67%-ით, დანარჩენი 3 კომპანიის ფასი კი გაუფასურდა. "Georgia Capital"-ის აქციები დაახლოებით 1 წლიან ჭრილში 6.95%-ითაა გაუფასურებული, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 19.12%-ით, "თიბისი ბანკის" კი ყველაზე მეტად, 21.16%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები