რაც შეეხება მოცულობას, "საქართველოს ბანკის" ფასიან ქაღალდებზე 2.4 მილიონი ფუნტ სტერლინგის გარიგებები დაიდო, Georgia Capital-ის 4.9 მილიონის ღირებულების აქციები გასხვისდა, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 322 ათასი ფუნტის, "თიბისი ბანკის" აქციებზე კი 3 მილიონი ფუნტის ტრანზაქციები განხორციელდა.
1 წლის ჭრილში ოთხივე მათგანის ფასი გაუფასურებულია და კლება 33-დან 67%-მდე მერყეობს.
ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიად ამჟამად "საქართველოს ბანკი" გვევლინება 527 მილიონი ფუნტით, "თიბისი ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაცია 522 მილიონი ფუნტია, "Georgia Capital" 198 მილიონ ფუნტად ფასობს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი 111 მილიონად.