მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

როგორ დაასრულეს ვაჭრობა LSE-ზე ქართულმა კომპანიებმა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული 4 ქართული კომპანიიდან "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" გარდა, ყველა მათგანის აქციების ფასი გაუფასურდა, GHG-ს კი 5.88%-იანი ზრდა ჰქონდა.



რაც შეეხება მოცულობებს, BGEO-ს აქციებზე 4.4 მილიონი ფუნტ სტერლინგის ტრანზაქცია განხორციელდა, "თიბისი ბანკის" ფასიან ქაღალდებზე 3 მილიონის, Georgia Capital-ის 686 ათასი ფუნტის, "საქართელოს ჯანდაცვის ჯგუფის" 180 ათასი აქცია გასხვისდა 161 ათას ფუნტად.

რაც შეეხება 1 წლის ჭრილს, ოთხივე მათგანი მინუსშია და დიაპაზონი 35-დან 65%-მდე მერყეობს. ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ კომპანიად კვლავ "საქართველოს ბანკი" გვევლინება 516 მილიონი ფუნტით, "თიბისი ბანკი" 496 მილიონი ღირს, Georgia Capital 192 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი 118 მილიონი.

საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები