მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაეხმარა საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათი „კენარს“ განვითარებაში

საქართველოს ბანკი
18.03.24 18:25
672
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ცოტა ხნის წინ ციფრული სასაჩუქრე ბარათების შექმნის ფუნქცია დაემატა. სასაჩუქრე ბარათი საქართველოს ბანკის მომხმარებლებს საშუალება აძლევს, საჩუქარი ახლობელ ადამიანს ან საკუთარ თავს გაუკეთონ, ბიზნესებს კი ამ ფუნქციონალის გამოყენებით 1,4 მილიონზე მეტი ადამიანისთვის თავიანთი პროდუქტისა და სერვისის შეთავაზება შეუძლიათ.

ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნა ბიზნეს მენეჯერიდან ძალიან მარტივია, რადგან სასურველ აუდიტორიას თუ სასაჩუქრე ბარათის ვადებს თავად ირჩევთ. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი სასაჩუქრე ბარათს შეიძენს, თანხა ავტომატურად დაგერიცხებათ.

კენარი ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც მომხმარებლებს ციფრული სასაჩუქრე ბარათები შესთავაზა და საქართველოს ბანკის ახალი ფუნქციონალიც გამოცადა. იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნამ გაყიდვებზე, კენარის შესყიდვების მენეჯერი, ნიკოლოზ ჯავახია, საუბრობს.

"საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათი მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი მარტივი და კომფორტული გზაა იმისთვის, რომ სასაჩუქრე ბარათები შეიძინონ. ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნა ამ პროდუქტის პრეზენტაციის მოსმენისთანავე გადავწყვიტეთ და საკმაო წარმატებითაც მუშაობს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ, კენარის სასაჩუქრე ბარათები კიდევ უფრო მარტივად შეიძინონ, ჩვენ კი შევძელით, რომ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაცია ახალ აუდიტორიას მივაწოდოთ. მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ სასაჩუქრე ბარათების საქართველოს ბანკის აპლიკაციიდან შეძენა და სასურველი პირისთვის ჩუქება. ამ თვალსაზრისით, ეს პროდუქტი საკმაოდ კომფორტული გამოსაყენებელია", — ამბობს ნიკოლოზ ჯავახია.

სასაჩუქრე ბარათის შექმნის შემდეგ, ბიზნეს მენეჯერიდან ანალიტიკისთვის თვალის დევნებაც შეგიძლიათ. კერძოდ, ზუსტად გეცოდინებათ რამდენი და რა მოცულობის ვაუჩერები გაიყიდა, რამდენს შეადგენს ჯამური რეალიზაცია, რომელია ყველაზე პოპულარული სასაჩუქრე ბარათი და ა.შ. ასევე, სასაჩუქრე ბარათის შექმნით, ახალი მომხმარებლების მოზიდვა და უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლაც შესაძლებელია, რაზეც კენარის მაგალითიც მეტყველებს.

"სათვალე აქსესუარია, რომელიც ბევრისთვის ძალიან სასურველ საჩუქარს წარმოადგენს. შესაბამისად, მუდმივად წარმატებით ვყიდდით ჩვენს სასაჩუქრე ვაუჩერებს და რასაკვირველია, ბარათის ციფრული ვერსიის შექმნამ ეს კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახადა და შედეგად, ეს პროდუქტი ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად შემოსავლიანი გახდა. ანალიტიკის მიხედვით, ამ პროდუქტით სარგებლობენ როგორც ჩვენი ერთგული, ისე ახალი მომხმარებლებიც. შედეგი ნამდვილად სასიხარულოა, რადგან ინტერესი ჩვენი ციფრული სასაჩუქრე ვაუჩერის მიმართ საკმაოდ დიდია. უნიკალური მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად მოხარულები ვართ იმითაც, რომ რამდენიმე ერთგული მყიდველი უკვე ახალ პლატფორმაზეც გავიჩინეთ და სამომავლოდ კიდევ უკეთესი შედეგების მოლოდინი გვაქვს", — აღნიშნა ნიკოლოზ ჯავახიამ.

ბიზნეს მენეჯერიდან ანალიტიკის ნახვა და თქვენი ბიზნესის გაყიდვების შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ასე რომ, ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნამდე მომხმარებელთა აქტივობასა და ინტერესებს შეგიძლიათ გაეცნოთ და ბარათის ვადებისა თუ თანხის ლიმიტის შესახებ გადაწყვეტილება ასე მიიღოთ. ციფრული ბარათის შექმნის შემდეგ კი, კონკრეტულად ამ პროდუქტის შედეგებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და ბიზნესის განვითარების სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებისას გაითვალისწინოთ. როგორც ნიკოლოზ ჯავახია აღნიშნავს, საქართველოს ბანკის ციფრულ არხებს, მათ შორის, ბიზნეს მენეჯერის ანალიტიკას კენარიც ხშირად იყენებს.

"ჩვენ მუდამ ვცდილობთ სიახლეების დანერგვას, იქნება ეს ახალი პროდუქტების, სერვისების თუ შეთავაზებების მიმართულებით. როგორც იცით, საქართველოში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ მსოფლიოს მასშტაბით არაერთ მოწინავე ბრენდს და ჩვენი სერვისების ხარისხიც ყოველთვის მაღალ დონეზეა. თუმცა მუდმივად ვცდილობთ განვითარებას, რისთვისაც ბევრ სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად საქართველოს ბანკის ციფრულ არხებს ხშირად ვიყენებთ. მაგალითად, ბიზნეს მენეჯერის ანალიტიკის საშუალებით, მუდმივად გვაქვს სრული ინფორმაცია მომხმარებლების აქტივობის შესახებ, რისი მეშვეობითაც კონკრეტული დროის მონაკვეთში მათ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების დაგეგმვა ყოველთვის შეგვიძლია. საქართველოს ბანკთან ეფექტური თანამშრომლობის მაგალითია ციფრული სასაჩუქრე ბარათიც, რომელიც შედარებით ახალი პროდუქტია, თუმცა მოკლე ხანში უკვე აჩვენა შედეგები და სამომავლო ზრდის პოტენციალი", — თქვა ნიკოლოზ ჯავახიამ.

თქვენი ბიზნესის ციფრული სასაჩუქრე ბარათის შესაქმნელად ესტუმრეთ ბიზნეს მენეჯერს ამ ბმულით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები