მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაეხმარება მთავრობა ბიზნესს და მოქალაქეებს? - 1.1 მილიარდიანი პაკეტი

BM.GE
26.11.20 18:37
711
მთავრობამ შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. ლოქდაუნი, არა მაგრამ ლოქდაუნთან მიახლოებული წერტილოვანი შეზღუდვების სია საკმაოდ გრძელია . ორ დღეზე ნაკლები რჩება დაანონსებულ შეზღუდვებამდე - 28 ნოემბრიდან, 21:00 დან 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება ყველასთვის, მათ შორის არც საჯარო სივცეებში ყოფნა იქნება შესაძლებელი. შეზღუდვები გავცელდება ზამთრის კურორტებზეც - 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძიზე და მესტიაში დამატებითი შეზღუდვები შემოდის. სასტუმროები იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ის საკარანტინე სივრცე იქნება. ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება. არსებობს გამონაკლისები მაგ. მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება არ იზღუდება ასევე არ იზუდება სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობა. შეზღუდვები არ ეხება, საბანკო და საფინანსო საქმიანობას;. დელივერსა და გატანის სერვისებს. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებს და პრესის ჯიხურების მუშაობას; ასევე, სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას. დღეს ასევე გავიგეთ, რომ 3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდება უქმე, დასვენების დღეები , ამ პერიოდის განმავლობაში არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულებები, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების. ეს რაც შეეხება შეზღუდვებს. დღესვე პრემიერმა წარმოადგინა მოქალაქეების დახმარების და ბიზნესის მხარდაჭერის ახალი პაკეტები და უპასუხა მედიის კითხვებსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები