მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ დაიბეგრება უძრავი ქონების რეალიზაცია - ფინანსთა სამინისტროს ახალი საჯარო გადაწყვეტილება;

ფინანსთა სამინისტრომ უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის საკითხებზე საჯარო გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, სამინისტრო განმარტავს, რა შემთხვევაში განიხილება უძრავი ქონება საცხოვრებელ ბინად/სახლად. გადაწყვეტილების თანახმად, ამისთვის ერთობლივად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი კრიტერიუმები - ქონება უნდა წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს, შესაძლებელია მისი გამოყენება საცხოვრებლად; ტექნიკურად უზრუნველყოფილია ან შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საბაზისო საინჟინრო კომუნიკაციებით. ამასთან, გადაწყვეტილების თანახმად, სასტუმროს ინფრასტრუქტურის ფარგლებში არსებული ფართობი/ნომერი საცხოვრებელ ბინად/სახლად არ განიხილება. ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ მეწარმე ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული მიწოდება, არ განიხილება საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაციად. როგორ იბეგრება უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და რას ცვლის სამინისტროს ახალი საჯარო გადაწყვეტილება?

სტუმარი: დავით პაპიაშვილი - “კრესტონ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები