მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაჯარიმდება ბიზნესი მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის?

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 360 განაცხადი შევიდა, საიდანაც 209 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 10 თვის განმავლობაში სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 100 საქმეზე 64 შეთანხმება გააფორმა. 

ეს ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. რას ნიშნავს ეს რიცხვები, რამდენად კარგად ფასდება მომართვიანობის დინამიკა სააგენტოს მხრიდან და რაც მოიცავს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი? 

სტუმარი: მარიამ შაიშმელაშვილი - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები