საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ საშუალო სტატისტიკურ შენობაში ენერგიის დაახლოებით 30% უბრალოდ იკარგება. რატომ? პასუხი მარტივია: სისტემები არ მუშაობენ რეალური საჭიროების მიხედვით. გათბობა, გაგრილება და ვენტილაცია (HVAC) ხშირად სრული დატვირთვით მუშაობს ცარიელ დარბაზებში ან მაშინ, როცა გარემო პირობები ამას საერთოდ არ მოითხოვს.
ეს არის მართვის მოდელის პრობლემა. სისტემები წინასწარ განსაზღვრული სცენარებით მუშაობს და ვერ რეაგირებს ცვლილებებზე რეალურ დროში: ადამიანების რაოდენობაზე, გარე ტემპერატურაზე, დატვირთვაზე.
აღსანიშნავია, რომ ენერგიასთან ერთად ვკარგავთ ყველაზე ძვირფას რესურსს - დროს. სტატისტიკურად, ტექნიკური პერსონალის სამუშაო საათების 25% სისტემების ხელით მართვაზე, ჩართვა-გამორთვასა და მუდმივ მონიტორინგზე იხარჯება. ეს არის რესურსი, რომელიც არანაირ ფასეულობას არ ქმნის ბიზნესისთვის, თუმცა ყოველთვიურ სახელფასო ფონდს ტვირთად აწევს.
კვალიფიციური რესურსი, რომელიც დაკავებული უნდა იყოს სისტემების ოპტიმიზაციით, პრევენციული მომსახურებით ან გაუმჯობესებით, რეალურად რუტინულ ოპერაციებზეა მიბმული.
ბარიერი ავტომატიზაციასა და რეალობას შორის
აქამდე შენობის სრული ავტომატიზაცია მხოლოდ გიგანტური კორპორაციების პრივილეგია იყო. ტრადიციული სისტემები (BMS) ასოცირდებოდა რთულ ინჟინერიასთან, ასიათასობით დოლარის ინვესტიციასთან და მძიმე პროგრამულ უზრუნველყოფასთან. სწორედ ამ ბარიერმა აიძულა საშუალო და მცირე ბიზნესები, დარჩენილიყვნენ ხელით მართვისა და მაღალი დანაკარგების იმედად.
DMT: ახალი მიდგომა ქართულ ბაზარზე
ბაზარზე გამოჩნდა გადაწყვეტა, რომელიც ამ პარადიგმას ცვლის. DMT - ეს არის პლატფორმა, რომელმაც შენობის ავტომატიზაცია „ელიტური ფუფუნებიდან“ პრაქტიკულ და ხელმისაწვდომ სამუშაო ინსტრუმენტად აქცია.
DMT-ის მთავარი უპირატესობა სიმარტივეშია. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს შენობის ყველა საინჟინრო სისტემას და მართავს მათ რეალურ დროში. ეს ნიშნავს, რომ:
- HVAC სისტემები ადაპტირდება გარემოსთან და მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა საჭიროა.
- მონაცემების ანალიზი ხდება ავტომატურად, რაც გამორიცხავს ადამიანურ შეცდომას.
- დისტანციური კონტროლი საშუალებას იძლევა, ნებისმიერი წერტილიდან გქონდეთ სრული სურათი თქვენს სისტემებზე.
DMT არსებულ HVAC სისტემებს თანამედროვე, ჭკვიან ეკოსისტემად გარდაქმნის. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, გააციფრულოთ ძველი დანადგარები დემონტაჟის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მინიმალური დანახარჯებით იღებთ სრულ კონტროლს ტემპერატურაზე, ვენტილაციასა და ენერგომოხმარებაზე.
შედეგები, რომლებიც ციფრებში აისახება
დღეისათვის საქართველოში უკვე 60-ზე მეტი შენობა - კლინიკები, სავაჭრო ცენტრები, სკოლები, სპორტული კომპლექსები და საოფისე სივრცეები - იმართება DMT-ის მეშვეობით. ამ კომპანიებისთვის ავტომატიზაცია აღარ არის სამომავლო გეგმა, ის დღევანდელი რეალობაა, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა საოპერაციო ხარჯები და გამოათავისუფლა ადამიანური რესურსი უფრო მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის.
მომხმარებლები საშუალოდ 30%-მდე ამცირებენ ენერგომოხმარებას, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში თვიური დანაზოგი 20 000 ლარამდე აღწევს.
ელექტროენერგიის ღირებულების გაძვირების ფონზე, კომპანიების კომუნალური დანახარჯები კიდევ უფრო გაიზრდება.
შენობის მართვა უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ის იქცა ფინანსურ გადაწყვეტილებად, რადგან ენერგიისა და დროის არაეფექტური გამოყენება პირდაპირ გარდაიქმნება დანაკარგად, ხოლო მათი ოპტიმიზაცია - რეალურ დანაზოგად.
სწორედ ამიტომ, მთავარი კითხვა აღარ არის - ღირს თუ არა ავტომატიზაცია. დღეს მთავარი კითხვაა - რამდენს კარგავს ბიზნესი მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ არ აქვს დანერგილი.

























