მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დავიწყოთ აგრო ბიზნესი – 7 რამ, რაც იდეის განხორციელებაში დაგეხმარებათ

საქართველოს ბანკი
BM. GE
04.10.23 11:44
318
სტატიაში საუბარია:

სასოფლო-სამეურნო ინდუსტრიაში წარმატებული ბიზნესის დაწყების შესაძლებლობები უხვადაა. აგროსაქმიანობისთვის საქართველოს ბუნება განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან ნიადაგი ნაყოფიერია, ჰავა კი – ოპტიმალური. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სექტორი ახლაა განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე და საერთაშორისო საექსპორტო რესურსების ათვისების გზაზე, რაც ერთი მხრივ ამ ბაზარზე შესვლის ბარიერებს მნიშვნელოვნად ამცირებს, ამავდროულად კი უფრო სასურველს ხდის.

თუკი აგრო ბიზნესის დაწყება გსურთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი და საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ მიიღოთ.

განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და შესაძლებლობები

ნებისმიერი სახის საქმიანობა მიზნების განსაზღვრით იწყება, გამონაკლისი არც აგრო ბიზნესია. კარგად უნდა დაფიქრდეთ, რისი მიღება გსურთ ამ საქმიანობით და რამდენად რეალისტურია თქვენ მიერ დასახული მიზნები. მას შემდეგ, რაც დაადგენთ, თუ რატომ გსურთ აგრო ბიზნესის დაწყება, შემდეგ ეტაპზე უნდა გადახვიდეთ, რაც შესაძლებლობების განსაზღვრას უკავშირდება. ობიექტურად უნდა შეაფასოთ, რისი შესაძლებლობა გაქვთ, ფლობთ თუ არა საჭირო რესურსებს და არის თუ არა აგრო ბიზნესი თქვენთვის სწორი არჩევანი.

აღმოაჩინეთ თქვენი ნიშა

აგრო ბიზნესის დასაწყებად მხოლოდ ის არგუმენტი, რომ ამ მიწაზე გარკვეული მცენარე კარგად ხარობს, საკმარისი არ არის. სანამ ფერმის მოწყობას დაიწყებდეთ, ბაზარზე არსებული ვითარება უნდა შეისწავლოთ, გაეცნოთ საერთაშორისო ტენდენციებს და კონკურენტების შეთავაზებებს. თუკი აღმოაჩენთ, რომ პროდუქციის წარმოებას კონკურენტებთან შედარებით უფრო მაღალი ხარისხით ან დაბალი ფასით შეძლებთ, მაშინ ამ ბიზნესის დაწყებას აზრი ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში – არა.

შესაძლოა, თქვენს საკუთრებაში არსებული მიწა ისეთ მცენარეს ერგებოდეს, რომელიც სხვა კულტურებთან შედარებით ნაკლებმოსავლიანია, თუმცა მის წარმოებას კონკურენტებთან შედარებით ყველაზე იაფად თქვენ ახერხებდეთ, მაშინ სწორედ ეს მიმართულება უნდა აირჩიოთ და ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიკავოთ.

შეადგინეთ ბიზნესგეგმა

სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისას სწორად შედგენილ ბიზნესგეგმას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ის საშუალებას მოგცემთ წინასწარ გაიგოთ, თუ რამდენად სარგებლიანი და მდგრადი იქნება თქვენი ბიზნესსაქმიანობა. გარდა ამისა, ბიზნესგეგმის დახმარებით წინასწარ შეგიძლიათ დათვალოთ ხარჯები და განსაზღვროთ თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის ფასები. ბიზნესგეგმა არა მარტო საორიენტაციოდ, არამედ დამატებითი დაფინანსების და ინვესტორების მოსაზიდადაც გამოდგება, რადგან კარგად შედგენილი ბიზნესგეგმა სამომავლო პროგნოზების გაკეთების საშუალებასაც იძლევა.

თუკი ბიზნესგეგმის შედგენის პროცესში დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ საქართველოს ბანკის მიერ მომზადებულ ონლაინ კურსს გაეცნოთ, რომელშიც გეგმის შედგენის თითოეული ეტაპი დეტალურადაა ახსნილი.

მოიპოვეთ დაფინანსება

ბიზნესგეგმის შედგენისა და ხარჯების დათვლის შემდეგ, დროა, ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპზე გადახვიდეთ და დაფინანსება მოიპოვოთ. საწყისი ინვესტიცია, შესაძლოა, თქვენმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაიღონ, თუმცა მსხვილმასშტაბიანი ბიზნესის დასაწყებად და სამომავლო ხარჯების დასაფარად უფრო მდგრადი დაფინანსების წყაროა საჭირო. ამ შემთხვევაშიც საქართველოს ბანკი თქვენ გვერდითაა და მზადაა, ზუსტად თქვენზე მორგებული აგროსესხით დაგეხმაროთ.

მრავალწლიანი კულტურების დაფინანსებით დაწყებული, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით დამთავრებული, საქართველოს ბანკი ყველანაირი სახის დახმარებას გთავაზობთ, რომელიც აგრო ბიზნესს უკავშირდება.  

გასათვალისწინებელია, რომ დაფინანსების მოპოვების პროცესში ბიზნესგეგმას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომაც მის შედგენაზე დროს და ენერგიას ნუ დაიშურებთ.

შეიძინეთ საჭირო აქტივები

დაფინანსების მოპოვების შემდეგ, ბიზნესის დაწყებაზე უნდა გადახვიდეთ, რისთვისაც საჭირო აქტივების შეძენაა საჭირო, იქნება ეს: მიწა, ტექნიკა, დანადგარები, სასუქი თუ საქონელი. ხარჯები ზუსტად იმ ბიუჯეტის მიხედვით უნდა გაწიოთ, რომელიც ბიზნესგეგმით გაქვთ გათვალისწინებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური უკმარისობის რისკის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. 

გასათვალისწინებელია, რომ აგრო ბიზნესის დაწყება გრძელვადიან ინვესტირებას მოითხოვს, თავდაპირველი ხარჯების დაფარვას კი, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადი დასჭირდეს, ამიტომაც გათვლა არ უნდა გქონდეთ იმაზე, რომ ერთ ან ორ წელიწადში ყველაფრის დაფარვას და წმინდა მოგებაზე გასვლას შეძლებთ.

მართეთ ბიზნესი ეფექტიანად

აგრო ბიზნესის წარმატებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ეფექტიან მართვას. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოერიდეთ სპონტანურობას და მიჰყევით წინასწარ განსაზღვრულ გეგმას. მენეჯმენტისა და მონიტორინგის პროცესში აქტიურად გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა წარმოების ეფექტიანობა გაზარდოთ და ხარჯები შეამციროთ.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ფინანსების მართვაში და ბიუჯეტის განკარგვაში დაგეხმარებათ. ასევე, პირდაპირ BOG App-დან შეგიძლიათ გაიაქტიუროთ საბანკო პროდუქტები და თქვენს ბიზნესზე მორგებული შეთავაზებები, მაგალითად, აგრო დაზღვევა. მსგავსი ხელსაწყოები კონკურენტუნარიანობის გაზრდაში და ბიზნესის განვითარებაში ხელს შეგიწყობთ.

განსაზღვრეთ მარკეტინგული სტრატეგია

თანამედროვე ბიზნესსამყაროში წარმატების მიღწევა მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. რაც უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს თქვენს ბრენდს, მით უფრო მეტი მომხმარებელი გეყოლებათ მომავალში, ამიტომაც ბიზნესის საწყის ეტაპზევე უნდა შეიმუშაოთ სტრატეგია, რომელიც ცნობადობის ამაღლებაში და თქვენი ბიზნესის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდაში დაგეხმარებათ.

სწორედ ესაა ის საკითხები, რომლებიც აგრო ბიზნესთან დაკავშირებით უნდა გაითვალისწინოთ. მართალია, ბიზნესის დაწყება საკმაოდ რთულია, თუმცა საქართველოს ბანკი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს პროცესი გაამარტივოს და მეწარმეობის საშუალება უფრო მეტ ადამიანს მისცეს. თუ აგრო ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობთ, არ გაჩერდეთ, ყველაფერი გამოსვლადია – გაახარე მოსავალი შენი აგრო ბიზნესისთვის!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები