მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დავსაქმდეთ საერთაშორისო კომპანიაში?

BM.GE
07.06.22 10:49
441
მსოფლიოში მოწინავე FinTech კომპანია Klarna-ს, რომელიც 147-დ მილიონ მომხმარებელს გამარტივებულ ფინანსურ და სავაჭრო სერვისებს სთავაზობს და კორპორატიული კულტურითა, თუ სამუშაო პროცესების მრავალფეროვნებით არის გამორჩეული, მარიამ გაგუა შეუერთდა და პროდუქტების მენეჯერის პოზიცია დაიკავა. პირველად ფინანსურ ტექნოლოგიებთან შეხება, მარიამს, საქართველოს ბანკში, მობილური აპლიკაციის პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისას ჰქონდა. ხოლო მულტიკულტურული გამოცდილება ამერიკაში, San Diego State University-ში, ბაკალავრზე სწავლისას მიიღო. Klarna-ში მოსახვედრად კი გასაუბრების 3 ეტაპი გაიარა: პირველი იყო რეკრუტერთან ინტერვიუ და IQ ტესტი, შემდეგ პროდუქტის მენეჯერის ტექნიკური და არატექნიკური ინტერვიუ, რომელსაც მოჰყვა Case study-ის ინტერვიუ, სადაც klarna-ს სამომავლო პროდუქტზე ბაზრის ანალიზი მოამზადა და წარმოადგინა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მობილურ აპლიკაციაში მომხმარებლის გამოცდილება, რა რისკები ახლდა პროდუქტის გაშვებას და როგორ უნდა დაეზღვიათ ისინი. დაბოლოს, შედგა გუნდის წევრებთან შეხვედრა, სადაც მენეჯერებმა გააცნეს ის სამი მიზეზი, რის გამოც არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდა.

საინტერესოა ისიც, რომ Klarna-ში 100-მდე ეროვნების 7 ათასი ადამიანია დასაქმებული და ამიერიდან ამ გუნდში საპატიო ადგილს ქართველი მარიამ გაგუაც დაიკავებს, რომელი. ლონდონიდან გვიერთდება და თუ როგორ დავიწყოთ მუშაობა საერთაშორისო და წარმატებულ კომპანიაში, რა ეტაპებია გასავლელი და რას ექცევა უპირატესობა?

სტუმარი: მარიამ გაგუა - FinTech კომპანია Klarna-ს, Product manager.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები