საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციაზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობს, ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრების ციკლი დაასრულა.კომისიაზე დასახელდა ის ძირითადი ფაქტორები დაასახელა, რომლებიც ადგილობრივი ნაწარმის თვითღირებულებასა და საბოლოო სამომხმარებლო ფასს ზრდის. გადავხედოთ კომისიის წინასწარ დასკვნებს: იმპორტდამოკიდებულება ანუ წარმოების დიდი ნაწილი დამოკიდებულია უცხოურ ნედლეულზე, რაც პირდაპირ აისახება ინფლაციურ რისკებზე; ასევე, საოპერაციო ხარჯების ზრდა: მკვეთრად გაზრდილი რეალიზაციის ხარჯები, რაც უშუალოდ ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობას უკავშირდება. და ძვირი ფინანსური რესურსი: სამუშაო კაპიტალის დეფიციტის გამო, მწარმოებლებს უწევთ საბანკო სესხების აღება 15-16%-იან განაკვეთში, რაც ავტომატურად აისახება საბოლოო ფასში.
სტუმარი: ლია ზარიძე - “ტკბილი ქვეყანა”, დირექტორი


































