მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ ებრძვიან ჰაერის დაბიძნურებას მსოფლიოში - 7 მეტრიანი ნაგებობა ჰაერს მტვრის ნაწილაკებისგან ასუფთავებს

578523c1f18a9
BM.GE
12.07.16 21:04
2186
7 მეტრი სიმაღლის ნაგებობა, რომელიც პეკინის ქუჩებში გამოჩნდა საათში 30 000 კუბურ მეტრ ჰაერს მტვრის ნაწილაკებისგან ასუფთავებს. ე.წ. „სმოგის ცათამბჯენი“ ამისთვის 1,400 ვატ ელექტროენერგიას იყენებს.

გარდა იმისა, რომ შენობა ჰაერს ასუფთავებს, ის მტვრის ნაწილაკებისგან (PM10 და PM2.5), რომელიც საათნახევრის განმავლობაში მუშავდება ტექნოლოგიაში, სპეციალურ სამკაულსაც ქმნის. მოწყობილობა ამისთვის მაღალ წნევას იყენებს. გამოცემა CNN წერს, რომ ჰაერის გამწმენდი ტექნოლოგია Delft-ის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარმა შეიმუშავა, მისი დიზაინი კი 2014 წელს, ჩინეთში აშენებული 32 სართულიანი სასტუმროს მსგავსია.

ამჯერად მოწყობილობა საპილოტე რეჟიმში ერთ-ერთ პარკშია დამონტაჟებული და მისი შემქმნელების განცხადებით, ჰაერის გასუფთავების მაჩვენებელი 75%-ს შეადგენს. საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ ჰაერის გამწმენდი კოშკები პეკინის ქუჩებში სექტემბრიდან დაიდგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები