მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ეხმარება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი ბიზნესს ზრდაში - გასტრო ბარის გამოცდილება

გასტრო ბარი
06.09.24 12:05
232
სტატიაში საუბარია:

საავტორო კოქტეილები, გემოვნებიანი მუსიკა, გამორჩეული კერძები, სახასიათო ინტერიერი - ეს კომპონენტები გასტრო ბარის კონცეფციას ქმნის. გასტრო ბარი ახალი სივრცეა თბილისში მათთვის, ვინც განტვირთვისა და მეგობრებთან ერთად გართობისთვის საინტერესო ადგილებს ეძებს.

გასტრო ბარისთვის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება ზრდისა და განვითარებისთვის უცხო არაა, სწორედ ამიტომ ბრენდმა ახალი მომხმარებლების მოსაზიდად საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა, Ads მენეჯერი გამოიყენა. ამ სტატიაში გასტრო ბარის თანადამფუძნებელი, გიორგი კონტუაძე გვიამბობს, როგორ გაჩნდა სივრცის შექმნის იდეა და რას სთავაზობს იგი მომხმარებლებს.

„ძალიან გვინდოდა, შეგვექმნა ადგილი, სადაც თანაბრად ხელმისაწვდომი იქნებოდა მაღალი ხარისხის კოქტეილები და უგემრიელესი კერძები. არაერთ ქვეყანაში შევხვედრივართ მსგავსი კონცეფციის დაწესებულებებს, სადაც პირველ ხაზზე საავტორო კოქტეილებია და შემდეგ კერძები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელია მომხმარებლისთვის. ორი წლის წინ კი გადავწყვიტეთ, თბილისისთვის შეგვემატებინა ადგილი, სადაც შეგიძლია მოუსმინო მუსიკას, განიტვირთო უგემრიელესი კოქტეილით, ან გასინჯო დასამახსოვრებელი კერძები“, - ამბობს გიორგი კონტუაძე.

პირველ შთაბეჭდილებას გასტრო ბარზე აღორძინების ეპოქით შთაგონებული ინტერიერი ქმნის. რენესანსი არა მხოლოდ დიზაინის ნაწილია, არამედ, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, მისი სულისკვეთება გასტრო ბარის ბრენდინგშიც აისახება და აქტიურად ვლინდება ყველა დეტალში, რასთანაც მომხმარებელს შეხება უწევს. სამომხმარებლო გამოცდილებაზე ზრუნვა კი გასტრო ბარის ნიშაა.

„ჩვენ საქმეს არ ვაკეთებთ მხოლოდ კომერციული მიზნებით, ჩვენ გვიყვარს ის, რასაც მომხმარებელთან ერთად განვიცდით, ჩვენ თავად ვართ ამ გამოცდილების მონაწილეები და გვინდა, ყველა სტუმრისთვის დასამახსოვრებელი იყოს ეს ყველაფერი. ჩვენი ბრენდ მიქსოლოგი სტუმრებს ინდივიდუალურად ურჩევს კოქტეილებს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ კერძებზეც - მენიუ მრავალფეროვანია და ყველა გემოვნების ადამიანი საყვარელ კერძს იპოვის“, - ამბობს გიორგი კონტუაძე.

მომხმარებლებზე ზრუნვისა და ბრენდის ცნობადობის ამაღლების მიზნით, გასტრო ბარმა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით შეთავაზებები შექმნა.

“Ads მენეჯერი ძალიან საჭირო და მარტივი პლატფორმაა. შეთავაზების შექმნა დამოუკიდებლად ძალიან ბევრ დისკომფორტს გარიდებს თავიდან, არ გიწევს ტელეფონზე გაუთავებელი ზარები და მარტივად, რაც მთავარია, უსწრაფესად არის შესაძლებელი, ააწყო კამპანია და გააქტიურო სასურველ პერიოდზე”, - განმარტავს გიორგი კონტუაძე.

მისი თქმით, კამპანიის გაშვებიდან რამდენიმე დღეში Ads მენეჯერის ანალიტიკაში ახალი მომხმარებლის რაოდენობის ზრდა დააფიქსირეს და კამპანიის დასრულების შემდეგ დაგროვებულ მონაცემებს სამომავლოდაც გამოიყენებენ.

„ცხადია, ბიზნესისთვის ყველანაირი მონაცემები გამოსაყენებელია, დეტალურად უნდა იცნობდე შენს სეგმენტს და იცოდე, რაზე რეაგირებს ის. მსგავსი ტიპის მონაცემების დამუშავებით შესაძლებელი ხდება უფრო პერსონალიზებული შეთავაზებების შექმნა სამომავლოდ უკეთესი შედეგების მისაღწევად“, - აღნიშნავს გიორგი.

რაც მთავარია, გასტრო ბარი არ ჩერდება და სექტემბრიდან, ყოველ პარასკევს სტუმრებს ელექტრონული მუსიკის ღონისძიებების სერიასაც შესთავაზებს.

„გვინდა ამ ნაწილშიც განსხვავებული გამოცდილება შემოვიტანოთ ქალაქში - არა ისეთი, როგორსაც ქართული მსმენელი მიჩვეულია. იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიყვარებს განსხვავებულ სტილს“ - ამბობს გიორგი კონტუაძე.

საქართველოს ბანკის განახლებული Ads მენეჯერი კი ახლა კიდევ უფრო ეფექტიანად ეხმარება ბიზნესებს სამიზნე აუდიტორიასთან დაკავშირებაში. უახლესი ფუნქციონალებითა და გამარტივებული ინტერფეისით, საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შეთავაზება წარადგინონ საქართველოს ბანკის იმ პლატფორმებზე, რომლებსაც 1 500 000 მომხმარებელი იყენებს. გარდა ამისა, 30 სექტემბრამდე ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, შექმნან 10-ჯერ მეტი პლუს ქულის შეთავაზება, რომლის ხარჯსაც AmEx და საქართველოს ბანკი დაფარავენ.

გაიგეთ მეტი Ads მენეჯერზე ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები