"ტერაბანკი" მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას და ამ მიზნით დაფინანსების სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ერთ-ერთი პროდუქტის, სტარტაპ სესხის დახმარებით, ბიოდეგრადირებადი წვენის საწრუპი ჩხირების წარმოების, „ბიობამბის“ სრული ავტომატიზაცია განხორციელდა. საწარმო სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის BRC სტანდარტის მიღებასაც ელოდება, რაც საერთაშორისო მასშტაბით მის სანდოობას კიდევ უფრო გაამყარებს. „ბიობამბი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ბიოდეგრადირებადი წვენის საწრუპი ჩხირების ამგვარი საწარმო საქართველოში პირველია.
ტერაბანკმა სტარტაპ სესხების შეთავაზება მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო. პროდუქტი, რომელიც სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით დაინერგა, მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სახელმწიფოს სუბსიდირებითა და გირაოში თანამონაწილეობით ისარგებლონ. ამას გარდა, სტარტაპერებისთვის არსებული შემოსავლების წარდგენა სავალდებულო არ არის და ისინი საპროგნოზო შემოსავლების საფუძველზე ფინანსდებიან.
ამ ეტაპზე პროდუქტით უკვე 20-მდე სტარტაპმა ისარგებლა, დაფინანსების ჯამურმა თანხამ კი 5 000 000 ლარი შეადგინა.
სტუმარი: ბექა ბიბილაშვილი - "ტერაბანკის" მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მართვის განყოფილების უფროსის მოადგილე;