ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ 15 მილიონ ლარად იყიდება, - ამის შესახებ ინფორმაცია eAuction.ge-ზეა განთავსებული. ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია „ოქროს საწმისი“ და მისი თანმხლები მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო, ჯამური ფართი 52 929 კვ.მ.-ს შეადგენს. სასტუმროს შენობა ცხრა სართულიან ნაგებობას წარმოადგენს და ის ჯამში 106 ნომერს აერთიანებს.
ბოლო წლების განმავლობაში დაბალი სეზონურობიდან გამომდინარე კურორტზე სასტუმრო ინდუსტრია რბილად რომ ვთქვათ არც ისე მომხიბვლელი იყო. ჰოტელიერები ამბობდნენ, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემების და ნაკლები საინფორმაციო კამპანიის გამო ინტერესი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული.
რა ხდება მიმდინარე წლისთვის, როგორ ემზადება კურორტი 2024 წლის სეზონისთვის?
სტუმარი: მარინა თოდუა - სასტუმრო "თეთრი სახლი ანაკლიის" მფლობელი