მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ეხმარებიან საქართველოს მეზობელი ქვეყნების მთავრობები პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებს

5eab0e537e84c
თამთა ჯიჯავაძე
01.05.20 00:10
7207
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) საქართველოს მეზობელ და ბალტიის ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის მთავრობების მიერ შემუშავებული სტიმულირების პაკეტები მიმოიხილა. პაკეტები ქვეყნების ნაწილში მოიცავს კორონავირუსის გამო სამსახურდაკარგული ადამიანების დახმარებასაც.

მაგალითად, მეზობელ აზერბაიჯანში ფინანსურ დახმარებას მიიღებენ მოქალაქეები, დაახლოებით 600,000 ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილები პანდემიის გავრცელების შედეგად. ისინი მთლიანად ორი თვის მანძილზე მიიღებენ $224.5-ს, რაც საარსებო მინიმუმს უტოლდება.

რაც შეეხება სომხეთს, მთავრობის მიერ შემუშვებული პაკეტის ფარგლებში, ერთჯერად დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელშიც პანდემიის შედეგად არცერთი მშობელი აღარ მუშაობს, თითო შვილზე (14 წლამდე) $208-ის ოდენობით. ერთჯერად დახმარებას, $142-ის ოდენობით მიიღებენ დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს პანდემიის შედეგად.

თურქეთში კი სახელმწიფო, სამი თვის მანძილზე, ანაზღაურების 60%-ს გაუსტუმრებს იმ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის შედეგად ფუნქციონირება შეწყვიტეს. მოკლევადიან დახმარებაზე 2 მილიონზე მეტი განაცხადი შევიდა. მთავრობა გაისტუმრებს ჯანმრთელობის დაზღვევის ვალდებულებასაც.

ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, უმუშევართა დაზღვევის ფონდი მიიღებს €250 მლნ-ს. კომპენსაციები გათვლილია დაზარალებული კომპანიებისა და მათში დასაქმებულთათვის. დაზარალებული თანამშრომლები მიიღებენ კომპენსაციას €1000-მდე, ანაზღაურების 70%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები