ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოლვიტი საქართველოს ბანკის 4B ბიზნეს მომხმარებლებს ექსკლუზიურ IT სერვისებს სთავაზობს. 26 ნოემბერს საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე კი სოლვიტის მმართველი პარტნიორები რევაზ ლომთათიძე და დავით ჯიბღაშვილი ისაუბრებენ იმის შესახებ თუ რა სარგებელს მოუტანს ბიზნესს გაციფრულება.
დღევანდელი დღე გვიჩვენებს, რომ ტექნოლოგიური გარდაქმნა და პროცესების გაციფრულება ბიზნესებისთვის უკვე უბრალოდ არჩევანი კი არა, ფუნდამენტური, საბაზისო საჭიროებაა.
მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ტრანსფორმაცია მოახდინონ ციფრულ სამყაროში და გაზარდონ თავიანთი კონკურენტული უპირატესობა ტექნოლოგიების დახმარებით.
ტრანსფორმაციის პროცესი არ არის მარტივი და დროს მოითხოვს. თუმცა, პირველ ეტაპზე ლიდერი კომპანიების მაგალითით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ თუკი თუნდაც ეტაპობრივად დაწყებით, მნიშვნელოვან საფუძველს ვუყრით ჩვენი კომპანიის გრძელვადიან სტაბილურობას.
ვებინარზე სოლვიტის წარმომადგენლები ისაუბრებენ ბიზნესის ციფრულ ტრანფორმაციაზე და განმარტავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ბიზნესის გაციფრულება მარტივად. მოყვებიან თუ რას ნიშნავს და რას მოიცავს ციფრული ტრანსფორმაცია. უპასუხებენ შეკითხვას უნდა გადავიდეს თუ არა კომპანიის IT პროცესები ქლაუდში? ან როგორ და საიდან დავიწყოთ პროცესები? რა სახის სარგებელი შეიძლება მოუტანოს კომპანიებს?
(R)

























