მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაინაწილეს ბანკებმა 198 მილიონის მოგება?

63fcf22dbba32
ნინო ტაბატაძე
28.02.23 00:15
2238
კომერციულმა ბანკებმა იანვარი მოგებით დახურეს. 15 კომერციული ბანკის წმინდა მოგება 197.95 მლნ ლარი იყო. წლიურად საბანკო სექტორის მოგება 14.7 მლნ ანუ 7.4%-ია.

საბანკო სექტორის მოგება

2023 წლის იანვარი - 197.95 მლნ ლარი
2022 წლის იანვარი - 212.69 მლნ ლარი
2022 წლის დეკემბერი - 118.93 მლნ ლარი

Bm.ge-ს ინფორმაციით, გასულ თვეში ზარალზე 4 კომერციული ბანკი იყო, მათ შორის, ყველაზე მეტად ზარალიანი სანქცირებული VTB -ის შვილობილი „ვითიბი ბანკი ჯორჯიაა“. მისი ზარალი იანვარში 1 მლნ აღემატებოდა.

კომერციული ბანკები მოგება / ზარალით
2023 წლის იანვარი

• საქართველოს ბანკი 87.484 მლნ ლარი
• თიბისი ბანკი 78.809 მლნ ლარი
• კრედო ბანკი 8.056 მლნ ლარი
• ლიბერთი ბანკი 6.055 მლნ ლარი
• ქართუ ბანკი 4.944 მლნ ლარი
• ბაზის ბანკი 4.073 მლნ ლარი
• პროკრედიტ ბანკი 3.849 მლნ ლარი
• ტერა ბანკი 2.941 მლნ ლარი
• იშ ბანკი 1.808 მლნ ლარი
• ხალიკ ბანკი 0.736 მლნ ლარი
• ზირაათ ბანკი 0. 674 მლნ ლარი
• პეისერა (-0.075 მლნ ლარი)
• პაშა ბანკი (-0.128 მლნ ლარი)
• სილქ ბანკი (-0.289 მლნ ლარი)
• ვითიბი ბანკი (-1,045 მლნ ლარი)

შეგახსენებთ, 2023 წლიდან საფინანსო სექტორისთვის საგადასახადო ტვირთი გაიზარდა. საფინანსო სექტორის მოგების გადასახადი15%-დან 20%-მდე გაიზარდა, დივიდენდის გადასახადი კი განულდა. ამასთანავე, საგადასახადო მიმართულებით ბანკებისთვის აღრიცხვიანობის წესებიც იცვლება, რაც საერთაშორისო IFRS ნორმებზე გადასვლას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები