მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაიზარდა 2013-2018 წლებში უაქციზო სიგარეტების ამოღების ფაქტები - სტატისტიკა

5bff8312321cf
თელარა გელანტია
29.11.18 10:10
837
2018 წლის იანვრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება - სისხლის სამართლის 89 საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 70 პირის მიმართ დაიწყო.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვა.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის თითქმის 11 თვეში 641 777 კოლოფი უაქციზო სიგარეტი იქნა ამოღებული.

რაც შეეხება ბოლო წლების ტენდენციას, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2013 წლიდან დღემდე უაქციზო სიგარეტების რაოდენობა რეკორდულად გაზრდილია.

კერძოდ, 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 999 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2014 წელს - 3 536 კოლოფი, 2015 წელს - 68 895 კოლოფი, 2016 წელს - 26 557 კოლოფი, 2017 წელს კი - 558 685 კოლოფი უაქციზო სიგარეტი იქნა ამოღებული.

სულ 2013 წლიდან დღემდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 1 300 449 კოლოფი უაქციზო სიგარეტია ამოღებული და სისხლის სამართლებრივი დევნა 169 ადამიანზეა აღძრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები