მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჰეჯ-ფონდის მენეჯერმა, რეი დალიომ მისი ყოველწლიური ანგარიში - Ray Dalio's Great Powers Index-ი გამოაქვეყნა, რომელშიც ტრადიციულად, ეკონომიკური ტენდენციები, მათ შორის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სამომავლო პროგნოზი არის მიმოხილული. უფრო კონკრეტულად, მილიარდერის ინდექსის თანახმად რომელი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას უნდა ველოდოთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში და რა ფაქტორებით იქნება ეს მოცემულობა განპირობებული.