ნახევარგამტარებისა და კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Nvidia პლანეტის უმსხვილესი კომპანია გახდა. მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ 335 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც Microsoft-ის და Apple-ის საბაზრო შეფასებაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია - მისი აქციების ღირებულება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის 3,500%-ით არის გაზრდილი, რაც უმსხვილეს კომპანიებს შორის დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია.