მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ გახდა"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" Toyota-ს პრესტიჟული ჯილდოების, მათ შორის Ichiban-ის მფლობელი? - გენდირექტორის შეფასება

თეგეტა

გასულ კვირას Toyota Motor Europe-მა ევროპის მასშთაბით 2500 დილერს შორის 46 საუკეთესო გამოავლინა და Ichiban 2025-ის, იგივე "პირველობის" ჯილდო გადასცა. 46-ს შორის ასევე გამოვლინდა 6 გამარჯვებული, რომლებსაც Going Beyond-ის ჯილდოც გადაეცათ - გამარჯვებულთა ორივე სიაში პირველად გამოჩნდა საქართველო, "ტოიოტა ცენტრი თეგეტა"-ს სახით.

როგორ მოიპოცა "ტოიოტა ცენტრ თეგეტამ" პრესტიჟული ჯილდოები Toyota-სგან - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის გენერალური დირექტორი, მარიამ მელიაშვილი საუბრობს.

"ჩვენთვის ნამდვილად საამაყო ჯილდოა, იმიტომ რომ საქართველო პირველად მოხვდა ამ გამარჯვებულ, "იჩიბანის" ქვეყნებს შორის. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ "ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის" მთავარი მიმართულება მუდმივი გაუმჯობესებაა, რომელიც Kaizen-ის გლობალური დაჯილდოების შემადგენელი ნაწილია. წელს Kaizen-შიც გავხდით გამარჯვებული, რეგიონში პირველ ადგილზე გავედით, რამაც შექმნა წინაპირობა, Ichiban-ის მფლობელებიც გავმხდარიყავით.

ჩვენთვის ამ პრიზის მიღება ადასტურებს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით მომხმარებლის კმაყოფილების დონის ასაწევად, ან ორგანიზაციის შიდა კულტურის გაუმჯობესებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როდესაც ორგანიზაცია იბრძვის, რომ იყოს ნომერ პირველი, აქ ამ ორ ორ ნაწილის შერწყმა, შიდა კულტურისა და მომხმარებლის კმაყოფილების, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ამ შემთხვევაში Ichiban-ში გამარჯვების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ბევრი კრიტერიუმი იყო, მაგრამ მათ შორის გადამწყვეტი სწორედ ეს ორი კრიტერიუმი იყო", - განმარტა მარიამ მელიაშვილმა.

Toyota Motor Europe-ის განმარტებით, საუკეთესო 46-ეულს შორის 6-ს, რომლებიც "მუდმივად აჭარბებენ მოლოდინებს", Going Beyond-ის ტიტულიც გადაეცათ.

"ამასთან ერთად მოვიპოვეთ, Going Beyond-ის ჯილდო, რომელიც არის ბრენდის და კომუნიკაციების ნაწილში. გარდა იმ ყველაფრისა, რაც Ichiban-თან და ნომერ პირველობასთან არის დაკავშირებული, ეს ჯილდოც ნამდვილად განსაკუთრებული იყო, იმიტომ, რომ 2024 წლის ბოლოს დავიწყეთ ეს კამპანია და მისი მიზანი იყო, კარგად გვენახებინა ჩვენი მომხმარებლისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის, იაპონური და ქართული კულტურის გაერთიანება რა შედეგს იძლევა. და როგორც აღმოჩნდა, შედეგი საკმაოდ კარგი გამოვიდა, იქიდან გამომდინარე, რომ, რისი მოგებაც შეიძლებოდა ამ ყველაფრისგან გამომდინარე, ყველაფერი მოვიგეთ. ძალიან გვიხარია, რომ მოვახერხეთ ის, რომ ისეთი ჯილდოები მოგვეპოვებინა, რომელიც საქართველოსთვის პირველი იყო", - აღნიშნა "ტოიტა ცენტრი თეგეტას" გენერალურმა დირექტორმა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მარიამ მელიაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანია ჯილდოს მიღებისთვის მომავალ წელსაც იბრძოლებს. მანამდე კი გეგმავს, რომ ფეხი აუწყოს ახალი ავტომობილების ბაზრის ზრდას და ავტომობილთან დაკავშირებული სერვისების რაოდენობა გაზარდოს.

"გეგმები საკმაოდ ამბიციური გვაქვს, როგორც ყოველთვის, არ ვჩერდებით და ვცდილობთ, რომ მუდმივად განვითარდეთ. წელს პირველი ნახევარი ნამდვილად რეკორდული იყო. რეკორდული რაოდენობის ავტომობილები გაიყიდა წლის პირველ ნახევარში და ალბათ აკვირდებით თქვენც, რომ ახალი ავტომობილების ბაზარი საკმაოდ გაზრდილია, რასაც ფეხს ვუწყობთ და მივყვებით ჩვენც. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ წელსაც შევძლებთ, რეკორდულ რაოდენობას მივაღწიოთ.

გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ასევე სერვისის მიმართულებით, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ზოგადად Toyota-ს კულტურაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ყველაფერი, რაც დაკავშირებულია არა მხოლოდ ავტომობილების გაყიდვასთან, არამედ სერვისებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის სწორედ სერვისი, დაზღვევა და, ავტომობილების გაყიდვების გარდა, მასთან დაკავშირებული ყველა პროდუქტი", - აღნიშნა მარიამ მელიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები