მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამდიდრდა კომპანია Panasonic?

BM.GE
28.02.21 11:45
709
1929 წელს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ვარდნისა და დიდი დეპრესიის დროს, როცა კომპანიებმა თანამშრომლების მასიური დათხოვნები დაიწყეს, პანასონიკის დამფუძნებელმა კონოსუკე მაცუსიტამ, კრიზისის დროს მიიღო ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება და თანამშრომლებს სიტყვით მიმართა: "ჩვენ არ გავათავისუფლებთ არავის! არავის არ შევუმცირებთ ხელფასებს! ახლა ყველამ უნდა გაიგოს და გაიაზროს, რომ ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ და ის, რომ ბიზნესი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი! თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ წარმოებული პროდუქტი ბაზარზე წარმატებით იყიდებოდეს". შედეგად, კომპანიამ შეამცირა წარმოების ხარჯები და თვითღირებულება, რამაც გარკვეული დროის მანძილზე კომპანიას სტაბილურობა მოუტანა. მაგრამ 1929 წლის 1 დეკემბერს გაყიდვების მოცულობა განახევრდა. კომპანია კვლავ კრიზისის წინაშე აღომჩნდა. წარმოების განახევრებისა და თანამშრომლების ძალისხმევით მალე საწყობებში არსებული პროდუქციის ყველა მარაგი წარმატებით გაიყიდა. ამის შემდეგ იყო კიდევ ბევრი კრიზისი, გამოწვევა და წინააღმდეგობა, თუმცა კომპანიას, რომელიც წლებია სტაბილურად იზრდება და მდიდრდება არასდროს არაფრის შეშინებია. არც დღევანდელი პანდემია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი აშინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები