მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ გამოეხმაურა მსოფლიო მედია ილია II-ის დაკრძალვას

ილია მეორე
23.03.26 12:25
803

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას მსოფლიო მედია გამოეხმაურა.

ილია II-ის გარდაცვალება და დაკრძალვის ცერემონიალი არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ გააშუქა. უცხოური მედია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში გლოვა ღრმად ეროვნული ხასიათის იყო.

როგორც Reuters წერს, კვირას, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში ილია II-სთან გამოსამშვიდობებლად უამრავი მართლმადიდებელი ქრისტიანი შეიკრიბა. ისინი გლოვობდნენ სულიერ ლიდერს, რომელიც ეკლესიას საქართველოს ხშირად მღელვარე ისტორიის თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

france24 ყურადღებას რუსეთის გავლენის ზრდის შიშზე ამახვილებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ილია II-ის გარდაცვალებამ ქვეყანაში, სადაც ეკლესიის გავლენა მაღალია, გამოიწვია სპეკულაციები, რომ მას რუსეთთან დაკავშირებული კანდიდატი შეცვლის.

"რუსეთში განათლებამიღებულ მუჯირს, რომელსაც, სავარაუდოდ, მჭიდრო კავშირები აქვს საქართველოს მმართველ პარტიასთან და მის ოლიგარქ ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან, ილია II-ის პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნევენ",- წერს გამოცემა.

"საქართველოს მართლმადიდებელი პატრიარქი ილია II, რომელსაც „ეპოქაურ ფიგურად“ მოიხსენიებენ, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა" - ამ სათაურით დაიწერა სტატია Associated Press-ზე. პატრიარქის გარდაცვალებაზე დაწერა Euronews-მაც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე 93 წლის ასაკში, კათალიკოსობის 49-ე წელს 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები