ახალი მოფრენის ტერმინალის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი აჰმეტ არსლანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა, და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს პერმიერ მინისტრმა ქართულ ავიაციასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ტავ ჯორჯიას მადლობა გადაუხადა.





























