რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროსთვის ახალი სიცოცხლის მიცემა 2012 წელს გადაწყდა. მაშინ დაანონსდა, რომ რუსთაველი-მთაწმინდას სრულიად ახალი ადგილიდან - ვარდების მოედნიდან(დღევანდელი რესპუბლიკის მოედნიდან) დაუკავშირდებოდა. თუმცა, ამ პროექტს მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ, რის შემდეგაც გადაწყვეტილება შეიცვალა და მისი ამოქმედება კვლავ ძველ ადგილზე, რუსთაველზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის უკან გადაწყდა. გარდა იმისა, რომ პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა, პროცესები მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებთან მოლაპარაკების გამოც გაჭიანურდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაბაშვილის 6 ნომერში მცხოვრები 11 ოჯახიდან ცხრასთან შეთანხმებულია, ორ მათგანთან მოლაპარაკება კი ამ დრომდე გრძელდება.
სანამ საბაგიროზე აღდგენითი სამუშაოები არ დაწყებულა, გთავაზობთ ფოტოკოლაჟს - რა მდგომარეობაა მთაწმინდისა და რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგიროს ქვედა სადგურზე ამჟამად:































