მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ გამოიყურება უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების რეიტინგი?

ბრწყინვალე შვიდეული Big Tech

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების შეფასება რეკორდული ტემპით იზრდება, რაც სექტორის მიმართ გაუმჯობესებული მოლოდინით და მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესი ფინანსური შედეგებით არის განპირობებული.

დღეისათვის რეიტინგის სათავეში წარმოდგენილი ტექნოლოგიური კომპანიებიდან უკლებლივ ყველა AI-ის განვითარებაზე მუშაობს, მათი საბაზრო შეფასება კი განსხვავებულია.

ტექნოლოგიური კომპანიების სათავეში ამჟამად NVIDIA-ს ვხედავთ, რომელიც $4.7-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით არის წარმოდგენილი, სრული ტოპ ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. NVIDIA - $4.7 ტრლნ
  2. Microsoft - $3.9 ტრლნ
  3. Apple - $3.8 ტრლნ
  4. Google - $2.9 ტრლნ
  5. Amazon - $2.4 ტრლნ
  6. Meta - $1.8 ტრლნ
  7. Broadcom - $1.6 ტრლნ
  8. TSMC - $1.6 ტრლნ
  9. Tesla - $1.5 ტრლნ
  10. Oracle - $847 მლრდ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები