მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ განათავსა GRPO-მ ქართულ ბირჟაზე $80-მილიონიანი მწვანე ობლიგაციები

634965a116bc0
შოთა ტყეშელაშვილი
14.10.22 23:35
1293
კომპანია “საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებმა” (GRPO) ქართულ საფონდო ბირჟაზე $80 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა, რაც ადგილობრივ საფონდო ბაზარზე ყველაზე მსხვილი გარიგებაა. ამასთან, ამ განთავსებაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა, რომლებმაც ამ ობლიგაციაში დააბანდეს თანხა.

გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში კომპანია GRPO-ს ფინანსურმა დირექტორმა ნუკა მშვიდობაძემ ამ განთავსების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ობლიგაციის ვადიანობა 5 წელს შეადგენს, ხოლო საპროცენტო სარგებელი7%-ია.

“დავასრულეთ უმსხვილეს ადგილობრივ ტრანზაქციაზე მუშაობა და განვათავსეთ 80 მილიონი დოლარის ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. პირველად მოხდა მწვანე ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე და მოჰყვა უპრეცედენტო დაინტერესება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაინტერესება. მონაწილეობა მიიღეს FMO-მ; ADB-იმ; EBRD-მა და IFC-იმ.

ვიტყვი, რომ ჯორჯია კაპიტალს დიდი გაოცდილება აქვს საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობის, მოგეხსენებათ 2020 წელსაც გამოვუშვით ჩვენ 250 მილიონი დოლარის ბონდი, ოღონდ საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ტრანზაქცია არის გზამკვლევი სხვა ინვესტორებისთვისაც, რომ მოუნდეთ ისინიც შეძლებენ მსგავსი ინვესტიციების მოზიდვას და მსგავსი საფინანსო ინსტრუმენტების გამოყენებას. როგორც იცით ადგილობრივ ბაზარზე ფინანსური ინსტრუმენტები არის ლიმიტირებული და განსაკუთრებით მწვანე ობლიგაციებზე არის დიდი დაინტერესება საერთაშორისო ინვესტორებისგან,”- განაცხადა ნუკა მშვიდობაძემ.



თავად კომპანია GRPO “საქართველოს კაპიტალის” შემადგენლობაში შედის და ის ენერგო ობიექტებს უწევს ოპერირებას, კერძოდ მის საკუთრებაშია მესტიაჭალას 30-მეგავატიანი ჰესი; ჰიდროლეას ჰესები დადგმული სიმძლავრით 20 მეგავატი და 21 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ქართის ქარის ელექტროსადგური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები