მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ განავითარა MSG House-მა გორში ბიზნესი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით

MSG House
27.02.24 15:56
361
სტატიაში საუბარია:

2015 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რეგიონებში დეველოპერულ-სამშენებლო კომპანიებს შედარებით იშვიათად შეხვდებოდით, ოფელია მაკრახიძემ გორში კომპანია MSG House დააარსა და მულტიფუნქციური, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა დაიწყო.

ამბობს, რომ ეს ერთდროულად რთულიც იყო და მარტივიც, თუმცა დღეს უკვე კომპანიის ბალანსზე სამი პროექტი და 250-მდე გაყიდული ბინაა, გუნდი კი 100 თანამშრომელს აერთიანებს.

„მაშინ ბაზარი ცარიელი იყო, ამიტომ ამ საქმის დაწყება ერთი მხრივ, სირთულეებსაც უკავშირდებოდა და მეორე მხრივ, უპირატესობებსაც. რთული იყო, რადგან როდესაც ბაზრის პიონერი ხარ, არაერთ წინააღმდეგობას აწყდები, თუმცა უპირატსობა შენს მხარესაა.“, - ამბობს ოფელია მაკრახიძე.

კომპანია მომხმარებლებს ფართებს თეთრი და მწვანე კარკასის მდგომარეობაში აბარებს. პროექტები მოიცავს კომერციულ და საცხოვრებელ ფართებს, ღია და დახურულ საპარკინგე ზონას, გამწვანებულ ეზოს, საბავშვო და მოსასვენებელ სივრცეებს და სხვა ინფრასტრუქტურას.

„იმ დროისთვის გორში, მართალია, დაწყებული იყო მშენებლობები, მაგრამ არა - მრავალბინიანი და მრავალფუნქციური კეთილმოწყობილი კორპუსების. ამ კუთხით ჩვენ პირველები ვიყავით, დღეს კი ქალაქში დაახლოებით 7-10 სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ოპერირებს. შეიძლება ითქვას, რომ სხვა კომპანიებს, როგორც გორიდან, ისე სხვა ქალაქებიდან, მივეცით სტიმული, შემოსულიყვნენ ამ ბაზარზე. გარდა ამისა, თავდაპირველად მომხმარებლები მშენებარე ბინის ყიდვას ერიდებოდნენ. ვფიქრობთ, რომ ახალი ბინების მიმართ ნდობაც გავაჩინეთ, რადგან დარწმუნდნენ, რომ სანდო კომპანიასთან ჰქონდათ კავშირი“, - იხსენებს ოფელია მაკრახიძე.

აღსანიშნავია, რომ MSG House უსაფრთხო სამშენებლო მასალებს იყენებს, სამომავლოდ კი კიდევ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს ეკომეგობრულ მიდგომებზე, მათ შორის ახალ პროექტში მზის პანელების დამონტაჟებას და მწვანე ენერგიის გამომუშავებას გეგმავენ.

MSG House-მა დეველოპერული პროექტებისთვის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ბანკისგან მიიღო.

„როცა კომპანია შევქმენით, იმ პერიოდში დეველოპერული კომპანიები თბილისს მიღმა მხოლოდ ბათუმსა და ქუთაისში არსებობდა, შესაბამისად, ბანკებს გაუჭირდათ პროექტის დაფინანსება, თუმცა, შემდეგ საქართველოს ბანკი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელიც გამოგვყვა და რეგიონით დაინტერესდა. ბანკთან ორი მიმართულებით ვითანამშრომლეთ - ერთი მხრივ, დაფინანსდა პროექტის მშენებლობა, მეორე მხრივ კი, მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა, ბინა შეეძინათ ჩვენს კორპუსში.

ორივე შემთხვევაში საქართველოს ბანკი პირველი იყო“, - აღნიშნავს MSG House-ის წარმომადგენელი.

ამჟამად MSG House გორის ცენტრალურ უბანში მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსის მშენებლობას ასრულებს და ახალი მიმართულებით განვითარებას გეგმავს.

„რადგან გორი რეგიონული ცენტრია, საჭიროა თანამედროვე კომერციული, საოფისე და ბიზნეს ცენტრის ტიპის პროექტი. ვფიქრობ, სწორედ ჩვენ შევქმნით განსაკუთრებულ სივრცეს, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს“, - ამბობენ კომპანიაში.

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქმნის მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ პროდუქტებს, მათ შორის დაფინანსების შესაძლებლობებს ახალი ბიზნესის დაწყების ან არსებული საქმიანობის განვითარებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები