2018 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის თანახმად, გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი 43 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო.
დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების შედეგად, გარემოს დაცვის სამინისტრო უქმდება. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. უწყების მომდევნო წლის ბიუჯეტი 229.6 მლნ ლარით განისაზღვრა. ამასთან ეკონომიკის სამინისტროში ყალიბდება სსიპ - წიაღისეულის ეროვნული სააგენტო, რომლის ბიუჯეტიც განისაზღვრება 9,5 მლნ ლარით.
ასევე, საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გაერთიანებული სამინისტროს ბიუჯეტი 274.8 მლნ ლარით განისაზღვრა. მათ შორის:
გარემოსდაცვითი ზედამხედველობისთვის - 10.9 მლნ ლარი;
დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვისთვის - 14.6 მლნ ლარი;
სატყეო სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვისთვის - 10.4 მლნ ლარი.

























