მინიმალური სტანდარტების შემოღების შემდეგ ეტაპზე შენობებს ენერგო-კლასები მიენიჭება. ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს და წლის ბოლომდე მზად იქნება შენობების ენერგომახასიათებლების სერტიფიცირების წესები, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა, რომელიც ექსპლუატაციაში შევა, უნდა გააჩნდეს ენერგო-სერტიფიკატი, თუ რომელ ენერგო-კლასს მიეკუთვნება ის. მინიმალური ენერგოეფექტურობის სტანდარტების მქონე შენობა, მომავალში D კლასს მიეკუთვნება, უკეთესი სტანდარტით აშენებულს კი A ან B კლასი მიენიჭება. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ენერგო-კლასის სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო იქნება შენობის ან ფართის გაყიდვა/გაქირავების შემთხვევაშიც. ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები ძალაში მომავალი წლის ბოლომდე შევა.
სტუმრები:
გიორგი აბულაშვილი - “ენერგოეფექტურობის ცენტრის”ხელმძღვანელი;
ლევან გახელაძე - "ციტადელის" კომერციული დირექტორი;