მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ განსაზღვრა „ალიანს ჯგუფმა“ ქობულეთის სანაპირო ზოლის განვითარება?

სს
08.06.26 19:30
572

„ალიანს ჯგუფმა" 2005 წლის შემდეგ $2 მილიარდზე მეტი ჯამური ინვესტიციითა და გლობალურ ბრენდებთან კოლაბორაციით ქვეყანაში მულტიფუნქციური კომპლექსების ბიზნეს-მოდელი შექმნა. ასევე ქობულეთისა და საქართველოს მნიშვნელოვანი საკურორტო ზონების - მთავარი სტრატეგიული აღმომჩენი გახდა.

კომპანიამ 2023 წელს ჩაუყარა საფუძველი ალიანს რენესანსის მასშტაბურ დეველოპმენტს ისტორიულ კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთში და დაინახა მისი უნიკალური რეკრეაციული პოტენციალი მაშინ, როდესაც ლოკაცია საინვესტიციო რუკაზე ჯერ კიდევ აუთვისებელი იყო.

სწორედ ამ ნაბიჯმა მისცა ბიძგი ქობულეთის განვითარების ახალ ერას, რომლის კვალსაც შემდგომში ინდუსტრია მიჰყვა.

ალიანს რენესანსი რეგიონში პირველი სპორტულ-გამაჯანსაღებელი საინვესტიციო კომპლექსია, რომელიც უშუალოდ სანაპირო ზოლში, ზღვიდან 30 მეტრში მდებარეობს.

ეს არის ინოვაციური Wellestate კლასის უძრავი ქონება, სადაც უნიკალური გეგმარებით აპარტამენტებიდან მხოლოდ ზღვისა და რეკრეაციული სივრცეების ჰორიზონტი იშლება.

კომპლექსის რეალურ, შინაარსობრივ უპირატესობას მისი ექსკლუზიური ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, რომელიც 25-ზე მეტ მიზნობრივ სივრცეს აერთიანებს და პირდაპირ პასუხობს გლობალური ველნეს ინდუსტრიის ტრენდს.

ქობულეთის განვითარებისთვისა და სტუმარმასპინძლობის ახალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის შექმნილი ახალი ეკოსისტემა მოიცავს საერთაშორისო ბრენდის გამაჯანსაღებელ ცენტრს, სადაც ხელმისაწვდომია თალასოთერაპია, პელოთერაპია, მინერალური სპა და უნიკალური წვრილფრაქციული ქვიშის აბაზანები.

ალიანს რენესანსი მშენებლობის მაღალ ტემპს ინარჩუნებს, A თაუერის ფასადის მოწყობა თითქმის დასრულებულია და დასახულ გრაფიკს უსწრებს. აქტიურ ფაზაშია B ბლოკის სამუშაოებიც - შენობა დინამიკურად იღებს თავის მონუმენტურ სახეს.

გამაჯანსაღებელი და ესთეტიკური მიმართულების პარალელურად, კომპლექსში წარმოდგენილია უპრეცედენტო სპორტული კომპონენტები, შიდა სერფინგი, Skydiving სიმულატორი, კედელზე ცოცვა და საზღვაო ექსტრემალური აქტივობები, რაც ალიანს რენესანსს რეგიონის ყველაზე მასშტაბურ, საინვესტიციო სპორტულ-ველნეს ჰაბად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები