უკვე საჯაროდ და ოფიციალურია რომ VR Holding-ი შეკვეთილში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეველოპერულ პროექტს ახორციელებს. $600 მილიონიანი VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის პროექტი კონკრეტულად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 40 ჰა ტერიტორიაზე, სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს გვერდით განხორციელდება. პროექტი „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ ურთიერთთანამშრომლობით Paragraph-ის ბრენდის მოთხოვნების და გამოცდილების გათვალისწინებით განხორციელდება. ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით მემორანდუმი Paragraph Freedom Square a Luxury Collection Hotel-ში გაფორმდა და თავის მხრივ პროექტი VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ი პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე 5-ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს გააერთიანებს.
სტუმარი: ბექა ფაშალიშვილი - VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;