მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაუფასურდნენ მსოფლიოს ქვეყნების ვალუტები პირველი იანვრიდან დღემდე

5e7d021d26eda
შოთა ტყეშელაშვილი
27.03.20 00:00
2185
2020 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში კორონავირუსისა და ნავთობის ფასების ვარდნის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის შედეგად ათობით ქვეყნის ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება განიცადა. განსაკუთრებით მძიმე ეს გაუფასურება განვითარებადი ქვეყნებისთვის, იყო. მათ შორისაა საქართველოც, რომლის ეროვნული ვალუტაც პირველი იანვრიდან 26 მარტის ჩათვლით მთელი 21.57%-ით გაუფასურდა, რაც ამ პერიოდში მსოფლიოს ვალუტებს შორის რიგით მეთერთმეტე ყველაზე მკვეთრი გაუფასურებაა. 

2020 წლის პირველ იანვარს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8661 ლარს შეადგენდა. იანვარ-თებერვლის განმავლობაში ლარი გამყარების ტენდენციას ინარჩუნებდა, 6 მარტს კი ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2020 წლის ყველაზე მყარ ნიშნულამდე - 2.7735-მდე ჩამოვიდა. აქედან სულ რამდენიმე დღეში ეროვნულმა ვალუტამ ნახტომისებური გაუფასურება დაიწყო და დღემდე დოლართან მთელი 71 თეთრი ანუ 25.26% დაკარგა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები